Jump to content
Planeta.Ge

რა იყო "ეროვნული მოძრაობა"?


Recommended Posts

სანამ ეს ტიპი ბოდიშს არ მოიხდის და თუ არ მოიხდის და აქ იქნება მანამდე ჩემთვი ის ფორუმ ჯი და ამ ფორუმს შორის განსხვავება არაა. იმას შეველიე და მაშინ ამასაც შეველევი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დაგროვილი ენერგიის აფეთქება

უფრო კონკრეტულად?

 

ქვედა ფენაზე ალბათ მართალი ხარ, ხალხი მზად იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოსთვის, მაგრამ არა ზედა ფენა, მათი ლიდერები და ზოგადად ელიტა არ იყო მზად დამოუკიდებლად არსებობდეს, პირიქით ისინი დღემდე დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე..

 

ამიტომ იყო რომ საქართველოს ისტორია იწერებოდა რუსეთში, ხოლო ხორციელდებოდა ქართულ პოლიტ. ელიტის ხელით...

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას წარმოჩინება ერთ სტატუსში რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა... მერაბ კოსტავა ყველა ქართველისათვის ეროვნული საქმისათვის თავდადებული გმირია რასაც ვერ ვიტყვი ზვიად გამსახურდიაზე. გამსახურდიას გარშემო ყოვეთვის იქნება ორი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება. აქ მნიშვნელობა არა აქვს ვის მიაჩნია ეროვნულ ტანჯულ პრეზიდენტად და ვის ძმაკაცის ჩამშვებ დისიდენტ-პარანოიკად....2 აზრი დარჩება ამ ისტორიული ფიგურის გარშემო და ვერასოდეს გახდება მერაბ კოსტავას სიდიდის ავტორიტეტი ყველა ქართველისათვის. მე კარგად მახსოვს ის ეპოქა და ის გახლეჩილი ქართველობა...ბევრმა წყალმა ჩაიარა მაგრამ არც ზვიადისტებს და არც ანტიზვიადისტებს აზრი არ შეუცვლიათ. მართალია დაიგმო სამხედრო გადატრიალება მაგრამ დამოკიდებულება იგივე დარჩა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოთა რესპუბლიკებში კგბ-ს მიერ შეიქმნა "ეროვნული მოძრაობები".

ესიეგი რა... ეს ნეოკომუნისტები ჯერ ხომ სულ დაგიჟდნენ... ეხლა უკვე ცოფის გადადებას სცდილობენ...

საწყალი საბჭოთა კავშირი, არა ნუკრი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

მერაბ კოსტავა ყველა ქართველისათვის ეროვნული საქმისათვის თავდადებული გმირია რასაც ვერ ვიტყვი ზვიად გამსახურდიაზე. გამსახურდიას გარშემო ყოვეთვის იქნება ორი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება.

მერაბ კოსტავა არ თანამშრომლობდა, თუმცა ბრმა იარაღად რამოდენიმეჯერ გამოაყენებინა თავი. მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა კოსტავამ მოგვევლინა დაპირისპირების შემაჩერებელ ძალად (ალბათ იფიქრეს რომ მომავალ შიდა ომებისთვის და დაპირისპირებისთვის ხელს შეუშლიდა) ამიტომაც მოიცილეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ესიგი ისე დაწმუნებით ლაპარაკობ, რომ ან შენ იყავი პირდაპირი კურატორი. ან ანდროპოვის რეინკარნაცია ხარ, ან კდიევ ზვიადი ცოცხალია

 

:facepalm:

 

 

:givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგაში 100% გეთანხმები. ისე ლაო ძი უნდა იყო ბოლომდე რომ მტრებმა არ გამოგიყენონ.....მერაბ კოსტავას მკვლელობამ ფაქტიურად გზა გაუხსნა ეროვნულ მოძრაობაში ყველაზე ბნელ ინსტინქტებს და გებისტებმაც მშვენივრად გამოიყენეს და გემოზე გვახოცინეს ერთმანეთი ქართველებს.....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

მაგაში 100% გეთანხმები. ისე ლაო ძი უნდა იყო ბოლომდე რომ მტრებმა არ გამოგიყენონ.....მერაბ კოსტავას მკვლელობამ ფაქტიურად გზა გაუხსნა ეროვნულ მოძრაობაში ყველაზე ბნელ ინსტინქტებს და გებისტებმაც მშვენივრად გამოიყენეს და გემოზე გვახოცინეს ერთმანეთი ქართველებს.....

საინტერესო ისაა, რომ ზვიადი ჩამოგადო ყოფილმა ზვიადისტებმა (კიტოვანი, სიგუამ), ხოლო მხედრიონი თავის დროზე რუსულ ჯარით დაიჭირა, რამაც იმ პერიოში მხედრიონს პოპულარობა მოიპოვა.

 

ესეგი აფრიკულ ქვეყნებს რომ გადახედო, კოლონიური მართვის მეთოდები ძალიან ჰგავს იმას რაც 90-იან წლებში ხდებოდა საქართველოში. გამყიდველ პოლიტიკური ელიტები, რომელსაც იყენებს და აგდებს უცხოური სახელმწიფოები და მოშლილი ინფრასტრუქტურა.. სამოქალაქო ომის მთავარი მიზანი, საქართველოს ინფრასტრუქტურის განადგურება, ინსტიტუტების მოშლა რომელსაც შეეძლოთ რუსეთისგან დამოუკდიებლად არსებობა და შემდეგ მთლიანად რუსეთთან მიბმა იყო.

 

ამ საქმეში კი მთელი პოლიტიკური ელიტა იყო ჩართული, როგორც ზვიადისტი ისე არაზვიადისტი. ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდა..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ

ხრუშჩოვის მიერ სტალინის კულტად გამოცხადება,

ქართული საზოგადოებისთვის კომუნისტური იდეოლოგია გასაგები და მისაღები არ იყო,

ირონიას იწვავდა, მაგრამ ის ფაქტი რომ სტალინი ქართველი იყო და რუსეთის იმპერიას ქართველები მართავდნენ

(ბერია, სტალინი) ეს ქართველების პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა,

მას შემდეგ რაც 9 მარტს მოხდა მომიტინგეთა დახვრეტა,

აბსოლუტურად მთელს ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა შიში რომ ხრუშჩოვი ქართველებს ციმბირში გადასახლებას უპირებდა,

ეს ინფორმაცია თქვენ წარმოიდგინეთ საქ. მაშინდელი ხელისუფლებისგანაც კი გამოდიოდა,

კომუნისტური უმაღლესი ნომენკლატურა თუ რიგითი მუშა შეურაცხყოფილი და შეშინებული იყო,

სწორად ამ ტალღაზე შეიქმნა საქართველოში ნაციონალისტური დაჯგუფებები,

რაც შეეხება მთლიანად საბჭოთა კავშირს ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში აშკარა გახდა რომ საბჭოეთს ერხეოდა,

საბჭოთა მოსახლეობა აშკარად ხედავდა რომ დასავლეთი გაცილებით უკეთესი იყო,

კომუნისტური იდეოლოგია ვეღარ მუშაობდა, სისტემა ლპებობდა,

სსრკ–ს ხელმძღვანელობას აღარ ჰქონდა არც იმის უნარი რომ უკმაყოფილო მოსახლეობა გაეგულაგებინა და არც იმის უნარი რომ სათანადო რეფომრების ჩატარებით მოსახლეობის სოც. მდგომარეობა გაუმჯობესებინა,

ნომერ პიირველი პრობლემა იყო ნაცინალისტური დაჯგუფებები ხოლო შემდეგ დისიდენტები,

დისიდენტები იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის , ხოლო ნაციონალისტები იბრძონდნენ ასე ვთქვათ ეროვნული

ინტერესებისთვის,

დასავლეთის ზეწოლის შედეგად შეუძლებელი იყო ერთი ხელის მოსმით დისიდენტური და ნაციონალისტური დაჯგუფებების

ერთი ხელის მოსმით განადგურება, ამიტომ კეგებე შეეცადა მათზე მოეხდინა ზეწოლა,

ჩვენ ვიცით რამდენიმე ზემოქმედების მექანიზმი, მაგალითად როდესაც დაიჭერდნენ დისიდენტს ან ნაციონალისტს და მისი გატეხვა იყო შეუძლებელი

პატიმარი ღებულობდა წერილს მეგობრისგან რომ მისი ცოლი ღალატობდა, ან რაღაც მაგდაგვარი, ეს პიროვნებას ანგრევდა როგორც წესი,

კაგებე ცდილობდა ნაციონალისტური მოძრაობები მიმართულიყო არა საბჭოთა კავშირის არამედ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ,

კონკრეტულად საქ. ისინი ხელს უწყობდნენ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს, რამაც გაამართლა და მას შემდეგ რაც საქართველო გავიდა კონტროლიდან რუსეთმა შეძლო ავტონომიებში გავლენის შენარჩუნება

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული მოძრაობა 30-იან და 40-50 იან წლებშიც არსებობდა პატარა ჯგუფების სახით რომლებიც ფიზიკურად იქნა განადგურებული.....მას შემდეგ 70-იან წლებამდე თითქმის არ მოიპოვება რაიმე სერიოზული ინფორმაცია მსგავსი მოძრაობების შესახებ, უეჭველია იქნებოდა მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება...ხშირად ურევენ 70-იან წლებში შექმნილ დისიდენტურ ჯგუფებს(რომლებიც 99% მუშაობდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე საბჭოთა კავშირში) ეროვნულ მოძრაობასთან რაც ვფიქრობ არაა მართებული. ეროვნული მოძრაობა მუდმივად არსებობდა მხოლოდ ლიტვაში ტყის ძმების განადგურების შემდეგაც კი 1962წ, და ნაწილობრივ დასავლეთ უკრაინასა და ესტონეთში, აგრეთვე შეიძლება ჩეჩნეთში შეიარაღებული მცირერიცხოვანი ჯგუფებიც რომლებიც 60-იან წლებში განადგურდა ეროვნულ მოძრაობად ჩაითვალოს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნულობა ყოველთვის არსებობს ხალხში. მაშინაც, როცა ეროვნული მოძრაობა არ არსებობს, როგორც ჩამოყალიბებული მოძრაობა...

რომელ "ეროვნულ მოძრაობაზე" ლაპარაკობთ? მიშას "ნაცმო"-ებზე თუ ზვიადის დროინდელზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეიგი ამ იდიოტურ უტოპიურ პროექტებზე ( ინტერნაციონალი, გლობალიზაცია ეტც.. ) რაც ენერგია და ფული იხარჯება...

თუმცაღა თუკი ფული იხარჯება ესეიგი ეს ვიღაცას აწყობს... ანუ ამ ფულს ვიღაც შოულობს კიდეც...

მაგრამ აჰა..

ყველამ ჩაისვარა აქმადე და კიდევაც ჩაისვრის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...