CPUG Posted May 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2012 ჰარვარდის მედიცინის სკოლის (აშშ) მკვლევარები ნაადრევი სიკვდილის ყოველი ათი შემთხვევიდან ერთის მიზეზად წითელი ხორცის ჭარბ მოხმარებას მიიჩნევენ. მათ გამოითვალეს, რომ დამუშავებული ხორცის - ბეკონი,სოსისი ან ძეხვის - თუნდაც სულ მცირე რაოდენობით მოხმარება ადრეული გარდაცვალების რისკს 20%-ით ზრდის. მათ მოსაზრებას ეთანხმებიან შვედეთის კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც გამოარკვიეს, რომ თუნდაც ერთი სოსისი მავნეა ჯანმრთელობისთვის. წითელი ხორცის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ადრეული სიკვდილის რისკს 12 %-ით ზრდის. მისი მოხმარება დღეში 42 გრ-მდე უნდა შემცირდეს. მეცნიერების აზრით, მსგავსი ცვლილებით რაციონში შეიძლება თავიდან ავიცილოთ ათი ადრეული სიკვდილიდან ერთი - მამაკაცებში, ხოლო 13-იდან ერთი - ქალებში. მეცნიერები ამტკიცებენ,რომ ორგანიზმისთვის გაცილებით სასარგებლოა თევზისა და ფრინველის კერძი. წყარო: GHN ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts