CPUG Posted May 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2012 სამხრეთ კორეისა და გერმანიის მკვლევართა ერთობლივმა ჯგუფმა გამოაცხადა განსაკუთრებული ტიპის ღეროვანი უჯრედების შექმნის შესახებ, რომელიც დაეხმარება უმკურნალონ ადამიანებს, რომლებიც გონებრივი ჩამორჩენილობითა და ხერხემლის ტვინის დაზიანებით იტანჯებიან. კონკუს (კორეა) უნივერსიტეტისა და გერმანიის მარკს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ წარმატებით გამოიყენეს თაგვების სომატური უჯრედები ე.წ.ინდუცირებული ნერვული ღეროვანი უჯრედების (iNSC) წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანონ. iNSC დანერგილ იქნა ლაბორატორიული თაგვების თავის ტვინში და შედეგად დიფერენცირებულ იქნა სხვადასხვა ნერვული უჯრედი, რომლებიც არ გადაიზარდა ავთვისებიან სიმსივნეში. "ეს აღმოჩენა ნიშნავს,რომ ჩვენ პირველად შევძელით გამოგვეყენებინა ჩვეულებრივი სომატური უჯრედები ხელოვნური ლაბორატორიული კულტივაციისთვის და ინდუცირებულ ღეროვან უჯრედებად გარდასაქმნელად", - განაცხადა კონკუკის უნივერსიტეტის ღეროვანი ბიოლოგიის პროფესორმა, კვლევების ხელმძღვანელმა ჰან დონ ვუკმა მისი სიტყვებით, ღეროვანი უჯრედები არ გადაგვარებულა ავთვისებიან სიმსივნედ, რაც მეთოდიკის წარმატებას ადასტურებს. "მომავალში ეს აღმოჩენა შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეისათვის განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადებებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მკურნალობისთვის", -დასძინა ჰანმა. წყარო: GHN Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.