Jump to content
Planeta.Ge

ცხიმიანი საკვები დეპრესიას იწვევს


Recommended Posts

საკვებში დიდი ოდენობით ტრანსცხიმები დეპრესიასთანაა დაკავშირებული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დოქტორი ვალერია ტაილორი - Canadian Obesity Network -ის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელი და მიგელ ეინჯელ მარტინეზ-გონზალეზი ნავარიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის პროფესორი.

 

მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ტრანსცხიმების გავლენას ემოციურ არამდგრადობაზე. კვლევების დასაწყისში მოხალისეები ფსიქიკურ აშლილობას არ განიცდიდნენ.

შემდგომში ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს დაეცვათ უჩვეულო დიეტა, რომელიც ტრანსცხიმებით იყო გაჯერებული.

 

კვლევების ბოლოს დეპრესიის 657 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, მათში, ვინც დიდი ოდენობით ტრანსცხიმებს იღებდა, 42% -ით იყო გაზრდილი დეპრესიის განვითარების რისკი. ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა იმ შემთხვევაში, როცა მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს მავნე ჩვევებზე (მოწევა, ალკოჰოლის მიღება) ფიზიკური აქტივობა, სქესი, სხეულის მასის ინდექსი და რისკის სხვა ფაქტორი. ხოლო ზეითუნის ზეთი და ნაწილობრივ გაჯერებული ცხიმები, რომლითაც მდიდარია თევზი, დეპრესიას შველოდა.

 

წყარო: GHN

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...