Jump to content
Planeta.Ge

კიბოს მკურნალობა დიაბეტის წამლებით შეიძლება


Recommended Posts

პრეპარატს, რომელიც დაბლა სწევს სისხლში გლუკოზის დონეს, ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენებენ - იტყობინება Medical News Today.

 

სხვადასხვა სახის კიბოს მიმართ პრეპარატის აქტივობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აშშ-სა და საფრანგეთის მკვლევართა ორმა ჯგუფმა გამოავლინა.

 

კვლევებში მონაწილეობისთვის კანადელებმა, ენტონი ჯოშუას ხელმძღვანელობით, ტორონტოს პრინცესა მარგარიტას სავადმყოფოდან 22 მამაკაცი შეარჩიეს, რომლებიც წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი იყვნენ დაავადებულნი. ყველა მონაწილეს ორგანოს მოსაცილებლად საოპერაციოდ ამზადებდნენ. მოსამზადებელ პერიოდში მათ დღეში სამჯერ 500 მილიგრამ მეტფორმინს აძლევდნენ (საშუალოდ ავადმყოფებმა პრეპარატი 41 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ).

 

ჯოშუას ჯგუფმა უკვე შეისწავლა პაციენტებისთვის ამოკვეთილი სიმსივნური ქსოვილი და წინა კვლევებს შეადარა, რომელიც ბიოფსიის დახმარებით ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტფორმინის დანიშვნის შემდეგ, პროსტატის სიმსივნის ზრდის სიჩქარე შემცირდა.

 

მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა, თავის მხრივ, ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე, რომელთაც მიდრეკილება ჰქონდათ გეპატოცელურიალური კარცინომების განვითარებასთან (ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმსივნე). კვლევების შედეგებით, იმ მღრნელებში, რომელთა სხეულშიც მეტფორმინი შეყავდათ, სიმსივნის განვითარების რაოდენობა 57%-ით დაბალი იყო, ვიდრე ცხოველებში საკონტროლო ჯგუფიდან. გარდა ამისა, თაგვებში პირველი ჯგუფიდან სიმსივნური ზომები 37%-ით მცირე აღმოჩნდა, ვიდრე მღრნელებში, ვინც პრეპარატს არ ღებულობდა. წყარო: GHN

 

http://image.geotorrents.com/images/32669898523967234007.jpeg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც უტვინო ჟურნალისტები დაწერენ ყველაფერს ნუ დაიჯერებთ და მით უმეტეს ნუ გაავრცელებთ.

არაერთხელ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ ყველა სიცრუე, ან გაზვიადებული და არასწორად გადმოცემული.

წარმოიდგინეთ თავი ონკოპაციენტების მდგომარეობაში, როცა რამე მსგავსს წაიკითხავენ და შემდეგ ტყუილი აღმოჩნდება, თავისი გაჭირვება ეყოფა მაგ ხალხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ შეიძლება ვინმეს დაეხმაროს და ამიტომ შენ ზუსტად არ იცი ეს წამალი რას შეიცავს ამიტომ თავი შეიკავე ეგეთი კომენტარებისგან!

 

შეიძლება ისეთ რაღაცას შეიცავდეს რო მართლა უშველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არანაირი შეხება არ მაქვს მედიცინასთან მარა მე სტატიიდან გამომდინარე გაგეცი პასუხი!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...