Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

როგორც ჩანს ჩემს მიერ მოყვანილი არაერთი ფაქტი მავანთ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ როგორც წერილ არს: "არა არს დაფარული რაც არ გამჟღავნდეს" ამჯერად პედოფილიის ამაზრზენ ფაქტზე მსურს მოგითხროთ, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დაფიქსირდა:

გაღიზიანებულთა საყურადღებოთ, ვიდეოფაქტი ჯიუტია და საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდით არ გირჩევთ ამ ვიდეორგოლის ყურებას. შეგახსენებთ რომ ვიდეორგოლში ნახსენებ მღვდელს ბრალი ედება 3 არასრულწლოვნის 9 დან 14 წლამდე ბავშვების გაუპატიურებაში, აქვე აღსანიშნავია ისიც რომ ამ ნაძირალა ადამიანმა პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა მოეკლათ იგი რადგანაც იცოდა რაც მოელოდა ამ ამაზრზენი საქციელისთვის ციხეში, იმედია ამ შემტხვევაში იმოქმედებს ძველი რჯულის პრინციპი "თვალი, თვალისა წილ" ან და ტალიავინის პრინციპი მაინც და როგორც ეგ ცოცხალი ხორცშესხმული ეშმაკი მოექცა პატარა ბავშვებს და მთელი სიცოცხლე გაუმწარა ანალოგიურად დასჯიან მას ციხეში......................... მოდი და ამის შემდეგ თამამად გაუშვი ბავშვი ეკლესიაში............

 

http://youtu.be/y_PXwqNbOYA

Edited by De Niro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

 

მღვდელი ადამიანი არ არის? მაგან არ შეიძება დანაშაული ჩაიდინოს?! თან რეაგირებაც თუ შესაბამისი მოყვა, რა პრობლემაა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

მღვდელი ადამიანი არ არის?

 

არის, მაგრამ არა უბრალო ადამიანი, არამედ როგორც თავად აცხადებენ სულიწმინდის მადლის მქონე ადამიანები არიან რითაც საერო პირებისაგან ანუ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განისხვავებენ თავს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს თუ ასეა საქციელიც შესაბამისი უნდა ქონდეს ანუ ისეთი როგორიც სულით ცხებულს აქვს, სათნო, მოწყალე და კეთილის მოქმედი.

 

 

მაგან არ შეიძება დანაშაული ჩაიდინოს?

 

ზემოთ დევს ფაქტი, რომელიც ამტკიცებს რომ შეიძლება ჩაიდინოს ..............

 

 

თან რეაგირებაც თუ შესაბამისი მოყვა, რა პრობლემაა?!

 

მე შემიძლია გიპასუხოთ რა პრობლემაც არის, მაგრამ სანამ ამას ვიზავ უბრალოდ გკითხავთ, თქვენ ვერ ხვდებით რა პრობლემაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსები კაი ხანია წარმართები არიან...

პრინციპში არც არასოდეს ყოფილან მართლმადიდებლები...

მაგრამ...

ეგებ ვინმემ ამიხსნას :))

რუსების პედოფილობაზე რომ წერთ...

მაგალითად გერმანელებისას რატომ არ ვწერთ.

ან ამერიკელი მღვდლები ფარულ ჰომოსეხუალისტობაზე?

თუ ის მარტლმადიდებლური არაა და იმიტომ? :D :D :D

მელკოვატო პლავაეტე ტოვარისჩი კომუნისტი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

 

რუსების პედოფილობაზე რომ წერთ..

 

რუსების პედოფილიაზე არ ვწერთ, აქ მართლმადიდებელი მღვდლის პედოფილიაზე წერია......

შემიძლია დესერტად ბერძენი მართლმადიდებელი მღვდლის მამათმავლობის ამსახველი ფაქტიც მოგართვა და თუ ძალიან გულით გინდა ქართველებისაც............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

კაცო ეგ კაი და გადასარევი, მაგრამ გერმანელებს და ამერიკელებს რატომ სტოვებ თქო ეგ მაინტერესებს :D :D :D

კატოლიკეებს და პროტესტანტებს რას ერჩი? მორმონებსა და ბაპტისტებს? იეღოველებს და საიენტოლოგებს? :(( ფანატიკოსო :(( შენ ამრტო მართლმადიდებლბეი გიყვარს... ექსტრემისტო ფუნდამენტალისტო

:v:

De Niro

ქართველებისაც..........

ააბა მაიტა. მაგაზე ვიმსჯელოთ.

თორემ რუსებიო და ბერძნებიო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

 

ააბა მაიტა.

 

აჰა იხალისე:)

 

“საქართველო და მსოფლიო” აგრძელებს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლის გამოქვეყნებას, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.

 

http://geworld.net/society/1218.html

 

- მეუფე, მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. თქვენ თითქმის შვიდი წელი პატრიარქის ქორეპისკოპოსი ბრძანდებოდით, შემდეგ კი დატოვეთ ეს თანამდებობა და წახვედით. რატომ წავიდა მეუფე იობი – მართლა იმიტომ, რომ ეპარქიაში უამრავი საქმე ჰქონდა, თუ იყო რაღაც სხვა მიზეზი?

 

- ქორეპისკოპოსობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეპისკოპოსმა, რომელიც ამ თანამდებობაზეა დანიშნული, უშუალოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა იმოქმედოს. თითქმის 7 წელი ვიყავი პატრიარქის ქორეპისკოპოსი. მქონდა ჩემი მოვალეობანი განქორწინებასთან, ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით. ბევრი სულიერად შეჭირვებული ადამიანი მოდიოდა მაშინ ჩემთან. ჩემი არაკეთილმოსურნეები ხედავდნენ, რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე მორჩილი ვერ ვიქნებოდი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავდი. ჩემ ირგვლივ ბევრი რამ ისეთი ხდებოდა, რაც ეკლესიისთვის, სასულიერო პირთთვის დაუშვებელი იყო.

 

მე ქორეპისკოპოსი ვიყავი და ჩემთან ბევრი მღვდელმთავარი მოდიოდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ ეკლესიის საქმეში არასასურველი პირები ერევიან. უწმინდესთან შეთანხმების შემდეგ გადავწყვიტე, რეფორმები გამეტარებინა, წესდებები შეგვედგინა თითოეული განყოფილებისთვის, ფუნქციები გადანაწილებულიყო. ეს უშუალოდ ეხებოდა პატრიარქის მდივანსაც. მავანს და მავანს და არა პატრიარქს (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) ეს არ ესიამოვნა... იცით, მე პირდაპირ ადამიანი ვარ, როგორც სახარებაში წერია - “ხო – ხო და არა – არა” - მესამე ჩემთვის არ არსებობს, ის ეშმაკიდან მოდის. დღეს კი რატომღაც, სასულიერო პირთათვის დიპლომატია აუცილებელ თვისებად არის მიჩნეული. ხმამაღლა ვიტყვი, რომ დიპლომატია პოლიტიკოსების საქმეა და არა სასულიერო პირების. სასულიერო პირმა, მით უმეტეს დიდმა იერარქმა იქ, სადაც “ხოა” სათქმელი, ხო უნდა თქვას და სადაც “არა” – იქ არა. მესამე, რაღაც ბუნდოვანი “დიპლომატიური” პასუხი ჩემთვის მიუღებელია.

 

თანდათანობით ურჩ, ჩემი ნების გამტარებელ ქორეპისკოპოსად მიმიჩნიეს და გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი ვიყავი. ყველა პირობა შექმნეს იმისთვის, რომ წამოვსულიყავი. მეც მივხვდი, მართალი სიტყვა იქ არავის სჭირდებოდა და წამოვედი...

 

- დღეს, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდნენ სოდომ-გომორული ცოდვის მატარებელნი არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიაშიც... ამ საშინელი ცოდვის გამო ხომ არ იყო, რომ გარდასულ საუკუნეში ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ ცოლოსანი ეპისკოპოსები დაუშვა?

 

- მახსენდება მართალი აბრაამი და მისი ძმისწული – ლოთი. ლოთი ქალაქ სოდომში ცხოვრობდა, სოდომ-გომორული ცოდვა იმდენად შემაშფოთებელი და ამაზრზენია, რომ ყოვლადწმინდა სამება ჩამობრძანდა სამი ანგელოზის სახით – ღაღადისი ზეცამდე ამოვიდა, ჩამოვედით, რათა ჩვენი თვალით ვიხი ლოთ, რა ხდებაო. აბრაამს მაინც ეცოდებოდა ეს ქალაქები გასანადგურებლად; უფალს ევედრებოდა, ორმოცდაათი მართალი მაინც თუ აღმოჩნდა, არ დაწვა ეს ქალაქებიო, მაგრამ სოდომ-გომორში თავისი ცხოვრებით მართალი ათი კაციც კი არ აღმოჩნდა. (ამაში იგრძნობა ადამიანისადმი უფლის უდიდესი სიყვარული. აბრაამი ის წმინდანია, რომელსაც მისი ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა უფლისათვის). ამ საზარელი ცოდვის გამო უფალმა გადაწვა ეს ქალაქები და მათ ადგილას დღეს მკვდარი ზღვაა, რომლითაც უფალი კაცობრიობას შეახსენებს, თუ რა შედეგი მოსდევს ამ ცოდვას – მკვდარ ზღვაში არანაირი ცოცხალი არსება არ ცოცხლობს. ასე სასტიკად სჯის უფალი ამ ცოდვის ჩამდენს...

 

სჯულის კანონში წერია, რომ ხეიბარი, მამათმავალი, ასევე მსახიობი და ისიც, ვისაც მსახიობი ჰყავს ცოლად, არ შეიძლება გახდეს მღვდელი. დღეს, სამწუხაროდ, აღარ ითვალისწინებენ სჯულის კანონის სწავლებას. ამიტომაც არიან ასეთი ცოდვის მატარებელი სასულიერო პირები. ეს, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე უფრო საშინელი კი ის არის, რომ მამათმავლები თითქოს გრძნობენ ერთმანეთს და ცდილობენ, ირგვლივ მხოლოდ თავისნაირი ხალხი შემოიკრიბონ...

 

იცით, შეიძლება კაცს ბავშვობაში გამოუცდელობით რაღაც შეემთხვა, მაგრამ მას შემდეგ აღარ აგრძელებს ამ ცოდვაში ცხოვრებას, იქით გახედვაც აღარ უნდა. ასეთი ადამიანის კურთხევა რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ თუ კურთხევის შემდეგ იგივე ცოდვას დაუბრუნდება, მისი მღვდლად დატოვება ყოვლად დაუშვებელია, ეს არის ღვთის კანონის წინააღმდეგ წასვლა. ვინც ასეთ კაცს ხელს დაასხამს და აკურთხებს, თვითონაც მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის. (ამის შესახებ მითითებულია “მცირე სჯულის კანონში”). რაც შეეხება გარდასულ საუკუნეში არსებულ ცოლოსან ეპისკოპოსებს, რადგან ეკლესიამ ეს დაუშვა, ესე იგი, ამის მიზეზიც არსებობდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:timeout: სტოოოპ

ამდენი რისთვის მაკითხე?

რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ შეიძლება რომ განვიხილოთ. თორემ ეგრე მოსაზრებებს ისეთს მოგართმევ ახლა, რომ შეიძლება გული შეგიწუხდეს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

კონკრეტული რა გინდა ვიდეორგოლი დაგიდო მღვდელს როგორ ჟიმავენ?

მიტროპოლიტი იობი იძახის რომ:

 

ამიტომაც არიან ასეთი ცოდვის მატარებელი სასულიერო პირები. ეს, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე უფრო საშინელი კი ის არის, რომ მამათმავლები თითქოს გრძნობენ ერთმანეთს და ცდილობენ, ირგვლივ მხოლოდ თავისნაირი ხალხი შემოიკრიბონ...

 

ესეთი სიბრმავე აღარ მინახია რა, სასულიერო პირი თავისივე ეკლესიის მოძღვრებზე იძახდეს მამათმავლები არიანო და დირე კიდევ უარყოფდეს, კონკრეტული ფაქტები წადი და მაგ მიტროპოლიტს მოკითხე............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ცუდად არის საქმე ძალიან, აი ამნაირი ხალხი ასე რომ აზროვნებენ

 

 

მოდი და ამის შემდეგ თამამად გაუშვი ბავშვი ეკლესიაში............
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

კაცო. გავიგე. მეუფე იობი ამბობს. მერე? რაზე ვიმსჯელოთ? კონკრეტიკა სადმე რამე არ არის? თუ არ არის და მეუფე იობი რა ჩემთვის უშეცდომო კი არაა... ძალზედ მარტივად შეიძლება სცდებოდეს. ადამიანია ეგეც. ჩვეულებრივი. ამიტომ რაზე ვიმსჯელოთ არ გინდა ამიხსნა? :)

 

lasha kakauridze უუუფ :))) არ დაიჯერო... აზროვნებს არა კვახი. მიზანმიმარტულად მუშაობს თავისი მიზნის მისაღწევად... უბრალოდ ვერ მიაღწევს... სულ ეგაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

კონკრეტული რა გინდა ვიდეორგოლი დაგიდო მღვდელს როგორ ჟიმავენ?

მიტროპოლიტი იობი იძახის რომ:

ამიტომაც არიან ასეთი ცოდვის მატარებელი სასულიერო პირები. ეს, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე უფრო საშინელი კი ის არის, რომ მამათმავლები თითქოს გრძნობენ ერთმანეთს და ცდილობენ, ირგვლივ მხოლოდ თავისნაირი ხალხი შემოიკრიბონ...

 

ესეთი სიბრმავე აღარ მინახია რა, სასულიერო პირი თავისივე ეკლესიის მოძღვრებზე იძახდეს მამათმავლები არიანო და დირე კიდევ უარყოფდეს, კონკრეტული ფაქტები წადი და მაგ მიტროპოლიტს მოკითხე............

De Niro

 

რაც არ უნდა ფაქტი დაუდო, აზრი არ აქვს. ზოგიერთს მაინც ვერ აუხელ თვალებს. ტყუილად იწვალებ. თუმცა აუცილებელია მსგავსი ფაქტების გახმაურება რომ არ წაბილწონ და არ დაღუპონ ახალგაზრდობა რომელსაც მშობელი ეკლესიაში უშვებს.

 

დრო მოვა და ისეთი ფაქტები გასკდება, ჯერ სად ხარ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ნეტარ არიან მორწმუნენი :dontworry:

ფაქტებიც შეიძლება გასკდეს.

არანაირი ილუზია არ მაქვს რომ დედამიწაზე რაიმე სოციუმი არსებობს რომელიც მხოლოდ ანგელოზებისაგან შედგება...

უბრალოდ.

ნებისმიერ დროს. ნებისმიერი ფაქტების გახეთქვის შემდეგ,

თქვენნაირებს.

მაინც ისინი მერჩივნებიან.

ზედმეტად ბოროტები ხართ. ზედმეტად აგრესიულები. ზედმეტად ფანატიკოსები. და რაც ყველაზე სამწუხაროა...

ვერავის მიმართ სიყავრულს ვერ ვგრძნობ თქვენში.

ამიტომაც...

უმამოვლოები ხართ.

1917 წლის შემდეგ ვნახეთ რაც ხართ იდეურად, რაც შეგიძლიათ და რისი მაქნისებიც ხართ.

ექსპერიმეტნა ჩაიკუკა. ამიტომ. სადმე სხვაგან გეთაყვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

De Niro

არის, მაგრამ არა უბრალო ადამიანი, არამედ როგორც თავად აცხადებენ სულიწმინდის მადლის მქონე ადამიანები არიან რითაც საერო პირებისაგან ანუ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განისხვავებენ თავს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს თუ ასეა საქციელიც შესაბამისი უნდა ქონდეს ანუ ისეთი როგორიც სულით ცხებულს აქვს, სათნო, მოწყალე და კეთილის მოქმედი.

 

ხო მარა მაინც ადამიანია, შესაბამისად და მაგათ შორისაც შეიძლება გამოერიოს ნაძირალა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...