Jump to content
Planeta.Ge

სალარო აპარატების ჩეკების გათამაშება გრანდიოზული აფიორაა


Recommended Posts

ქართველი ექსპერტების თქმით, სალარო აპარატის ჩეკების გათამაშება გრანდიოზული აფიორაა და ამით ხელისუფლება დიდ ფულს შოულობს. ექსპერტს ეკონიმიკის საკითხებში, ლადო პაპავას, მიაჩნია, რომ ეს დაყაჩაღების შესანიშნავი სქემაა, რადგან, უნებურად, ყველა მომხმარებელი ლატარეის თამაშში იძულებით ერთვება. გარდა ამისა, ეს არის მეწარმეებისთვის წილში ჩაჯდომა, რადგან გათამაშებისთვის საჭირო ფონდის შესაქმნელად, ჩვენს მიერ ნაყიდ პროდუქციაში გადახდილი თანხიდან რაღაც ნაწილი ამ ფონდში უნდა შევიდეს. ამის გამო მეწარმე იძულებული გახდება, პროდუქტს ფასი მოუმატოს.

 

ლადო პაპავას თქმით, ხელისუფლებამ ყველაზე მცირე ოდენობის ნავაჭრიდან საშუალოდ, 3-5 თეთრიც რომ ამოიღოს, ამით რამდენი მილიონი შემოსავლის მობილიზებაა შესაძლებელი სახელმწიფო ყულაბაში?! და ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ლეგალური გზით ხდება.

 

სატელევიზიო თუ გარე პერიმეტრზე არსებული რეკლამები საზეიმოდ გვამცნობენ, რომ მომხმარებელი შეძენილ პროდუქტზე სალარო აპარატის ჩეკს თუ მოითხოვს, წამახალისებელ გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და 2012 წლისთვის 9 მილიონი ლარით განსაზღვრული საპრიზო ფონდიდან 10, 20, 50, 100-ლარიან მოგებას მიიღებს. გარდა ამისა, თვეში ორჯერ გათამაშდება 10 000 ლარი, ხოლო კვარტალში ერთხელ - 50 000 ლარი.

საინტერესოა, საიდან ფლობს სახელმწიფო ჩეკების გათამაშებისთვის გამიზნულ თანხებს? საპრიზო ფონდის შესავსებად ხომ არ მიმართავს უკვე არაერთგზის აპრობირებულ მეთოდს - მეწარმეების დაყაჩაღებას?!

მართალია, ხელისუფალნი ირწმუნებიან, რომ ამ ნოვაციით რეალიზებული საქონლის აღრიცხვის კონტროლი მოხდება და გათამაშებაში ჩართულ მომხმარებელს ჩეკების მოთხოვნის მოტივაცია გაუჩნდება, მაგრამ ჩეკების გამოჩენის შემდეგ მოხერხებული გამყიდველები სულაც არ იწუხებენ თავს მყიდველისთვის ჩეკის გადაცემით. ალბათ, ჩეკების საშუალებით მოგებას თავად ელიან. განსაკუთრებით, ამას ნაცნობი მყიდველების დანახვისას რისკავენ.

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან ივსება საპრიზო ფონდი. თუ ეს მომდინარეობს ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის კანონში მსგავსი არაფერი წერია. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტი საპრიზო ფონდისთვის თანხას გამოყოფს, საბიუჯეტო კანონმდებლობის დარღვევაა და მასში წყარო არ ჩანს.

 

გარდა ამისა, ნოდარ ხადური წმინდა ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, ნებისმიერი გათამაშება და ლატარეა ადამიანის ნებაყოფლობით სურვილზეა დამოკიდებული; ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ყველა ადამიანი ჩეკების გათამაშების მონაწილე გახდება, ეს მართლაც არ გამოდის ნებაყოფლობითი სურვილი. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრს ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ გათამაშებაში.

 

ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად კი ნოდარ ხადურს სალარო აპარატის ჩეკების გათამაშების აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესი მიაჩნია.

 

„კაცმა არ იცის, რა მექანიზმებით ხდება და მოხდება გათამაშება, რა ალბათობა არსებობს და სხვა. აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია, თანაც, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კეთდება მაშინ, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ანუ, ადმინისტრირებით ისე დაამახინჯეს სალაროებისა და ჩეკების სისტემა, რომ დღეს წამახალისებელი სიტუაციის გამოჩენა, უბრალოდ, დაცინვას ჰგავს“.

 

ხადურის აზრით, ასეთი ტიპის წამახალისებელი ღონისძიებების გატარება უფრო უპრიანი იქნებოდა, როცა პირველი ნაბიჯები იდგმებოდა სალაროებთან და ჩეკებთან მიმართებით. კერძოდ, ექსპერტის თქმით, ყველას ახსოვს ის მექანიზმი, როცა ახალგაზრდები მაღაზიებში შედიოდნენ და პროვოცირებას უწევდნენ დანაშაულს, რათა ამ ობიექტებს 500 ლარიანი ჯარიმა გადაეხადათ. ეს წილი კი თავად ამ მოხალისე საგადასახადო ინსპექტორების მიმართულებით მიდიოდა.

 

„ვფიქრობ, დღეისთვის ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესია. თუ ხელისუფლების არგუმენტი ისიცაა, რომ გამყიდველები აქამდე ჩეკებს არ იძლეოდნენ და ამით თანხის „მოტეხვა“ ხდებოდა, ასეთი არგუმენტი არადამაჯერებელია. მსგავსი სიტუაცია, როცა მომხმარებელი ითხოვდა ჩეკს და ვინმე არ აძლევდა, დედამიწის ზურგზე ვერ წარმომიდგენია. მას შემდეგ, რაც სადამსჯელო ღონისძიებებზე დაიწყო ხელისუფლებამ მუშაობა, პრაქტიკულად, ყველა სავაჭრო ობიექტში ანგარიშსწორება ჩეკით ხდებოდა. ასე რომ, მე იმის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ გარკვეული წამახალისებელი და ეკონომიკური სტიმულები შემოიღონ, რათა ადამიანებმა ჩეკები მოითხოვონ“.

 

ნოდარ ხადურს ისიც აეჭვებს, რომ არანაირი საზოგადოებრივი ზედამხედველობა არ ხორციელდება, რაც ამ პროცესს ნათელს მოჰფენს. არავინ იცის, ვინ იგებს ამ ჩეკებით, რამდენს იგებს ან რატომ იგებს?

 

„თუკი ჩეკების შემოღების შემდეგ გამყიდველები უბრალოდ აღარ იძლევიან ჩეკებს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. არ ვიცი, შესაძლოა, გარკვეულ ქვენა გრძნობებსაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მოგების ალბათობა იმდენად მცირეა, რომ არა მგონია, გამყიდველმა ამისთვის იმ ფასეულობებზე თქვას უარი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს შეეხება“ - ამბობს ხადური.

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია საპრიზო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ზეპირ განმარტებებს არასაკმარისად მიიჩნევს.

 

„ბიუჯეტში ასეთი მუხლი არ დევს. შესაძლოა, სხვა ხარჯებიდან მოახდინონ დაფინანსება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოქმედ ბიუჯეტში ცალკე გამოყოფილი საპრიზო ფონდის 9 მილიონი ლარი არ არის. ის ფაქტი, რომ ყველას ჩართვა მოხდა ამ გათამაშებაში, ეს მართლაც ასეა. თუმცა, ეს არ არის კლასიკური ლატარეა. ვფიქრობ, რომ ტრანზაქციების რაოდენობა იმდენად ბევრია და საპრიზო ფონდი ისეა შეზღუდული, რომ ეს არ იქნება მაინცდამაინც საზოგადოების მასობრივი კმაყოფილების გამომწვევი“.

 

ამის მიუხედავად, აზარტული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ისე მცირეა, დავით ნარმანიას შეხედულებით, უკვე დაინტერესდა ამ თემით და ბევრი აგროვებს კიდეც სალარო ჩეკებს.

 

დავით ნარმანია ადასტურებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, გამყიდველები სალარო ჩეკებს მართლაც ბეჭდავენ სალარო აპარატიდან, მაგრამ სათავისოდ იტოვებენ, რათა მოგვიანებით თავად შეამოწმონ, რაიმე ხომ არ მოიგო ამ ჩეკმა.

 

თუ რამ მიიყვანა ხელისუფლება ჩეკების გათამაშების იდეამდე, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ გამყიდველების მხრიდან მყიდველებისთვის ჩეკების გაუცემლობა ამის არგუმენტად არ გამოდგება.

 

„ბოლო პერიოდში იმდენად მკაცრი იყო ადმინისტრირება, რომ ფაქტობრივად, ჩეკს ყველა გამყიდველი გასცემდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კარგად გათვალა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აზარტულია და ისინი დაინტერესდებოდნენ ამ თემით. ამის მიუხედავად, არც ეს არის მყარი არგუმენტი, თუ რატომ დასჭირდათ ამ ცვლილების განხორციელება. საკუთრივ მათ რომ ვკითხოთ, ისინი ამბობენ, რომ ბრუნვების ლეგალურობისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც არ არის მყარი და საკმარისი არგუმენტი“.

 

არის თუ არა ეს მეწარმეებისთვის იძულებით ჯიბეში ხელის ჩაყოფა და საპრიზო ფონდისთვის თანხის დაძალებით გაღება?! ამის შესახებ მსჯელობისგან ექსპერტი გარკვეულ დრომდე თავს იკავებს. მისი თქმით, ეს რაიმე დოკუმენტით ან სქემით არ დასტურდება, მაგრამ, ალბათ დრო გვიჩვენებს და გაირკვევა, დებენ თუ არა საპრიზო ფონდის თანხას მეწარმეები. თუმცა ერთი კია, ადმინისტრირების გამკაცრება თავისთავად ნიშნავს, რომ იმ მეწარმეებს, რომლებიც უფრო ჩრდილში იყვნენ და შემოსავლების გარკვეულ ნაწილს მალავდნენ, გაცილებით მეტი შემოსავლის აღრიცხვა და ბიუჯეტში მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

 

„თუ საპრიზო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, მეწარმეებისგან დაფარავს ამ ხარჯებს სახელმწიფო. ახლა შეიძლება ეს პირდაპირ ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ იყოს, მაგრამ არაპირდაპირი გზით, მათგან მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს“.

 

გარდა ამისა, გასათამაშებელი ჩეკების შემოღების შემდეგ დავით ნარმანია პროდუქციაზე ფასების გაზრდას ელის, რადგან ადმინისტრირების გამკაცრება ასახვას ყოველთვის ფასებზე ჰპოვებს.

 

http://www.presage.tv/?m=society&AID=12025

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოქლიავებულა საწყალი სულ მთლად, თუ ეგ ყველაფერი მართალა თქვა :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პაპავა.... საწყალი...

არა მესმის, ბოღმა მეც მახრჩობს ხანდახან,

მაგრამ ასე მძიმედ და პერმანენტულად....

პაპავა და ონოფრიშვილი არსად დაგეკარგოთ ოპოებო...

საცოდაობაა...

:facepalm: :facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...