Jump to content
Planeta.Ge

ბენიამინ ნეთანიაჰუს მამა გარდაიცვალა


Recommended Posts

http://www.tabula.ge/article-21856.html

ბენსიონ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთა­ნიაჰუს მამა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენსიონი აშშ-ში ის­რაელის სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძოდა. უფროსი ნეთანია­ჰუ სხვადასხვა დროს იყო ჟურნალისტი, ებრაული ენციკლოპედი­ის რედაქტორი, პროფესორი, ისტორიკოსი და აქტივისტი. ამასთან ერთად, ის იყო რევიზიონისტული სიონიზმის ფუძემდებლის ვლა­დიმირ ზეევ ჟაბოტინსკის მდივანი და თავისი შვილის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, არაფორმალური მრჩეველი.

 

ბენსიონ მილეიკოვსკი, მოგვიანებით ნეთანიაჰუ, 1910 წელს ვარ­შავაში, რუსეთის იმპერიაში დაიბადა. მისი მამა, ნეთანი რაბინი იყო, რომელიც ევროპასა და აშშ-ში მოგზაურობდა და სიონიზმის იდეას უწევდა პოპულარიზებას. 1920 ნეთანი ოჯახით იერუსა­ლიმში გადასახლდა და გვარად ნეთანიაჰუ არჩია, რაც უფლის სა­ჩუქარს ნიშნავს.

 

ბენსიონი იერუსალიმის უნივერსიტეტში სწავლისას სიონისტურ მოძრაობის, ე.წ. რევიზიონისტულ ფრთას შეუერთდა. მეინსტრი­მული სიონიზმისგან განსხვავებით, რევიზიონისტები სოციალის­ტური ინტერნაციონალიზმის იდეებს არ იზიარებდნენ და უფრო მეტად ნაციონალისტური და ლიბერალური შეხედულებების მატა­რებლები იყვნენ. მათ შორის განხეთქილება 1935 წელს მოხდა, როცა სიონისტური ორგანიზაციამ უარი განაცხადა თავის მიზნად ებრაული სახელმწიფოს შექმნის გამოცხადებაზე.

 

რევიზიონისტებს მიაჩნდათ, რომ ებრაელები უსაფრთხოდ ვერსად იქნებოდნენ, თუ არა ბიბლიური ისრაელის მიწაზე (რომელიც თა­ნამედროვე ებრაული სახელმწიფოს გარდა ასევე მოიცავდა პალეს­ტინის და, ზოგიერთი ვერსიით, იორდანიის ტერიტორიას). მსოფ­ლიო ომებს შორის პერიოდში ისინი ამაოდ აფრთხილებდნენ ევრო­პულ ებრაელობას მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ და ცდი­ლობდნენ ევაკუაციის აუცილებლობაში მათ დარწმუნებას.

 

1940 წელს ბენსიონ ნეთანიაჰუ აშშ-ში გადასახლდა,რათა მხარში ამოდგომოდა ჟაბოტინსკის, ხოლო ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ, მისი ახალი სიონისტური ორგანიზაციის ლიდერი გახდა. ამერიკაში მოღვაწეობისას უფროს ნეთანიაჰუს სისტემატური კონ­ტაქტი ქონდა ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა მომავალი პრეზი­დენტი, გენერალი დუაიტ აიზენჰაუერი და სახელმწიფო მდივანი დინ აჩესონი.

 

ახალმა სიონისტურმა ორგანიზაციამ თავის მთავარ მიზანს - ისრაე­ლის ისტორიული ტერიტორიის დანაწევრების თავიდან აცილებას ვერ მიაღწია, თუმცა, უფროსმა ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ს პოლიტიკის ისრაელისთვის სასარგებლოდ შემობრუ­ნებაში.

 

1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბენ­სიონ ნეთანიაჰუმ აკადემიური კარიერა განაგრძო. თავიდან ის იე­რუსალიმში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ისევ ამერიკაში გადასახ­ლდა. სხვადასხვა დროს იყო ებრაული ენციკლოპედიის რედაქტო­რი, კორნელის, დენვერისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსი­ტეტების პროფესორი.

 

ბენსიონ ნეთანიაჰუ ისრაელში საბოლოოდ მხოლოდ უფროსი შვი­ლის, იონათანის დაღუპვის შემდეგ დაბრუნდა. იონათანმა იომ კი­ფურის ომის დროს განსაკუთრებული სამსახურისთვის მედალი მი­იღო. ის ისრაელის ჯარის ელიტური სპეცრაზმის, საიერეთ მატკა­ლის, მეთაური იყო. იონა ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა უგანდა­ში საფრანგეთის ავიახაზებიდან გატაცებული100 ებრაელი ტყვეს გათავისუფლების ოპერაცია ენტებეს. იგი ერთადერთი ებრაელი იყო, როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქოთა შორის, რომელიც ამ ოპერაციისას დაიღუპა. 2005 წელს Ynet-ის მიერ ჩატარებულ 200 უდიდესი ებრაელების გამოკითხვაში იონა ნეთანიაჰუ მეცამე­ტე ადგილზე აირჩიეს.

 

ბენსიონ ნეთანიაჰუს ეკუთვნის ცნობილი წიგნი ესპანური ინკვი­ზიციის შესახებ. ”ინკვიზიციის საწყისები მეთხუთმეტე საუკუნის ესპანეთში”. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა გავრცელებულ შეხე­დულებას, თითქოს გაქრისტიანებული ებრაელების დევნის ძირი­თადი მოტივი იუდეველობის ფარული აღსარება წარმოადგენდა. ნეთანიაჰუს მტკიცებით, სინამდვილეში კონვერსოს სახელით ცნო­ბილი ეს ებრაელები უკვე ბოლომდე გაკათოლიკებულები იყვნენ, ხოლო მათი დევნის მიზეზი არა რელიგია, არამედ შური და რასიზ­მი იყო.

 

უფროსი ნეთანიაჰუ თვლიდა, რომ ებრაელების მთელი ისტორია ჰოლოკოსტების ქრონიკაა. ნაციონალ სოციალისტების მიერ ებრაუ­ლი საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტის მცდელობა დანარჩენი გენოციდებისაგან მხოლოდ მასშტაბით განსხვავდებო­და.

 

მამისაგან მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ წარსულის ცოდნის გარეშე აწმყოს გაგება შეუძლებელია, აქე­დან გამომდინარე კი ვერც მომავალისათვის მომზადებას შევ­ძლებთ - ამბობდა ისრაელის ამჟამინდელი პრემიერი. მისი თქმით, ბენსიონ ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწინას­წარმეტყველა 9/11-ის ტერაქტი, აგრეთვე ტირანული ისლამისტუ­რი რეჟიმების მიერ ბირთვული იარაღის დაუფლების მცდელობა.

 

იონათანისა და ბენიამინის გარდა ბენსიონ ნეთანიაჰუს ყავდა მე­სამე შვილი, ექიმი-რადიოლოგი და დრამატურგი იდო ნეთანიაჰუ. ბენსიონის ძმა, ილიშა ცნობილი მათემატიკოსი და ისრაელის მათე­მატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მისი მეუღლე, შოშანა ნეთანიაჰუ-შენბურგი ისრაელის უზენაესი სასამართლოს მეორე ქალი წევრი იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ტიპს რამდენი რამ ექნება ცხოვრებაში ნანახი და გამოვლილი... საუკუნეზე მეტია იცხოვრა და თავისი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მოესწრო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ რა??

ხო რავი მეც ვერ მივხვდი. მოკვდა და აი დარდი. ვერ გადაეჩვივნენ ეს ებრაელები საკუთარი მძღრენის ოქროდ გასაღებად რა. ბებიაჩემის ძმა 114 წლისა დაიბრიდა. თან თავის სიკვდილით კი არა, ხე დაეცა, ვერ გამოასწრო :). მაგ ნეთანიაჰუს გააგებინეთ ეგ ამბავი?

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...