Jump to content
Planeta.Ge

რა პრობლემები შეექმნათ მეწარმეებს ელექტრონული ზედნადების შემოღების შემდეგ?


Recommended Posts

http://geonews.ge/category/382/chemi_auditi/news/172899/mindia-tabagua.html

ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოღებასთან დაკავშირებით "ჯეონიუსმა კომენტარი სთხოვა "აუდიტესკორტი"-ს დირექტორს, მინდია ტაბაღუას. მან ელექტრონული ზედნადების სასიკეთო და ამასთან, პრობლემატურ მხარეებზე ისაუბრა.

 

შპს "აუდიტესკორტი“, დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანიაა. ის უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს.

 

მინდია ტაბაღუა:-ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოღება განპირობებული იქნა შესაძლებლობით, რასაც იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამეწარმეო საქმიანობა უკეთ და უფრო მარტივად გაკონტროლდეს, ვინაიდან ასეთი წესით, საქონლის ბრუნვა დაუყოვნებლივ (საქონლის მიწოდების, გადაზიდვის, დისტრიბუციის და სხვა შემთხვევებში) შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლირებულ ელექტრონულ ბაზაში აისახება. შესაბამისად იძლევა საშუალებას სავაჭრო ობიექტებზე, სასაწყობო მეურნეობებში, თუ ნებისმიერ საქონელბრუნვის ობიექტებზე საქონლის შეძენის, მიწოდების და გადაზიდვის ეტაპებზე, სახელმწიფოს მხრიდან, “ოთახიდან გაუსვლელად” კონტროლის გამარტივებულ შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ ელ. ზედნადები ასევე იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მარტივად გამოავლინოს ურჩი გადამხდელები და მოახდინის მათ მიმართ სათანადო რეაგირება, გაავრცელოს სანქციები. მყისიერად ინფორმირებული იყოს მეწარმის ტვირთბრუნვის ოპერაციების შესახებ და გაიმარტივოს საქონლის ინვენტარიზაციის პროცედურები.

 

როგორც ვიცით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადების შემოღებას 2 თვით ადრე წინ უსწრებდა საერთო ელექტრონულ ქსელზე მიბმული სალარო აპარატების სავალდებულო შეძენა, რამაც სახელმწიფოს მისცა მეწარმეთა ფულადი შემოსავლების პირდაპირი კონტროლის საშუალება. აღნიშნული სალაროს აპარატი მეწარმეებს 300 ლარი დაუჯდათ დამატებით, თითოეულ გაყიდვის (სავაჭრო დახლი, მაღაზია და ასე შემდეგ) ობიექტზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ოპერაციების თანმიმდევრობით და სიმარტივით ახალი სალაროს აპარატს მეწარმეებისათვის არ შეუქმნია მნიშვნელოვანი პრობლემები, თუ არ ჩავთვლით შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრებში სალარო აპარატის შეძენის ეტაპზე რიგებში დგომასა და სალარო აპარატის სავალდებულოდ გადასახდელ ღირებულებას.

 

იგივეს ვერ ვიტყვით ელექტრონული ზედნადების შემოღების შემთხვევაზე. მართალია, წინასწარ 2 თვით ადრე გაცხადებულ იქნა ელ. ზედნადების შემოღების შესახებ, ასევე გადამხდელებს დაეგზავნათ შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჯერ 2012 წლის 1 მარტიდან, შემდეგ კი 1 აპრილიდან უკლებლივ ყველა მეწარმე ვალდებული იქნებოდა გადასულიყო ელექტრონული ზედნადებების გამოყენებაზე. ასევე ყოველდღიურად, დღეში რამდენმეჯერმე შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრებში ტარდებოდა ელ. ზედნადების გამოწერის შემსწავლელი ტრენინგები გადამხდელთათვის. მაგრამ, მიუხედვად ამისა, ელ. ზედნადების გამოწერასთან დაკავშირებით მაინც წარმოიქმნა რიგი პრობლემები. კერძოდ; ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით, "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" დამტკიცებული 25-ე მუხლის ელექტრონული ზედნადების გამოწერის ინსტრუქცია არ იძლევა სრულფასოვან განმარტებას ელ. ზედნადების გამოწერის შესახებ.

 

არ გამოცემულა წერილობითი ინსტრუქცია, რომელიც მაგალითებზე განიხილავდა საქონლის მოძრაობის ტიპის მიხედვით ( მიწოდება ადგილზე, შიდა გადაზიდვა, მიწოდება საკუთარი ტრანსპორტირებით, დისტრიბუცია და სხვა) მოქმედებას და ახსნიდა ზედნადების შევსების შესაბამის წესს. მართალია, შემოსავლების სამსახურის გვერდზე არსებობს 12 წუთიანი ვიდეო განმარტება ელ. ზედნადების შევსების შესახებ, თუმცა ის ვერ იძლევა ბევრ დასმულ კითხვაზე პასუხს.

 

გარდა ამისა, კანონის ძალაში შესვლიდან პირველივე დღეს გადამხდელებს შეექმნათ პრობლემები ელ. ზედნადების გამოწერასთან დაკავშირებით, ელ. სერვერის გადატვირთვის გამო, რაც ააშკარავებს იმ ფაქტს რომ ელ. სერვერი არ იყო სათანადოდ ტექნიკურად მომზადებული. ვფიქრობ, რომ ზემოთ აღნიშნული იმდენად არაპრობლემატურია და გამოსწორებადი, ვიდრე რიგი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მცირე მეწარმეობასთან. კერძოდ, ის ხარჯები, რომლის გაღებაც მოუწიათ და მოუწევთ მეწარმეებს კომპიუტერის (ან სხვა ელექტრონული საშუალების) და ინტერნეტის ქსელის მოწყობილობის შესაძენად, რაც არც ისე მცირე დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ მცირე მეწარმეების იმ ნაწილს, რომელთა ასაკიც გადაცილებულია 50 წელს, შეხება არ ჰქონიათ კომპიუტერულ ტექნიკასთან, შესაბამისად, ეს შეიძლება დამატებით კადრების აყვანასთან იყოს დაკავშირებული და კიდევ დამატებით ხარჯებთან. საინტერესოა, ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში, თუ როგორ უნდა მოახერხონ ელექტრონულად ასახონ საქონლის მიწოდების განხორციელება მცირე მეწარმეებმა.

 

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ელექტრონული ზედნადების გამოწერის წესი საქონლის დისტრიბუციისას. სადაც ჯერ ერთი მთავარი ზედნადები იწერება და შემდეგ უკვე საქონლის ჩაბარებისას, უკვე ადგილზე (მაღაზია, ბაზრობა, სავაჭრო ქსელი და ასე შემდეგ) ქვეზედნადები, რაც დამატებით მოითხოვს თითოეულ დისტრიბუტორზე, როგორც სალარო, ასევე უკვე რადიო ინტერნეტ საშუალებით აღჭურვილ ელექტრონულ აპარატს. შეიძლება მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიებისათვის არ წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას (თითოეული ასეთი ელექტრონული მოწყობილობის ღირებულება შეადგენს მინიმუმ 600 ლარს), მაგრამ მცირე მეწარმეებითვის ხარჯები, რომელიც მან გაწია, არცთუ მსუბუქი ტვირთია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...