lasha_alo Posted May 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2012 _ ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება უნდა შესულიყო შეთანხმება შედგა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ზაფხულში მმართველმა პარტიამ გამოქვეყნა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი და შემდგომში უკვე მიიღო კიდეც. ზაფხულის პერიოდიდან დღემდე თვითონ ეს კოდექსი წიგნადაც კი დაბეჭდილი არ არის, რათა დაინტერესებულ პირს შესძლებოდა ჰქონდეს გაეცნოს. ეუთოს რეკომენდაციებში წერია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა უნდა შეწყდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მაინც, რომ დაინტერესებულ მხარეს საშუალება მიეცეს გაეცნოს მოქმედ ნორმებს. თუმცა როდესაც ვიკითხე, დღემდე რატომ არაა საარჩევნო კოდექსი დაბეჭდილი მითხრეს, რომ კოდექსში კიდევ ბევრი ცვლილება იგეგმება და ახლა დაბეჭდვას აზრი არ ექნება. ფაქტობრივად, ისეთ გარემოებას ვიღებთ, როცა არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შესაძლებელია კიდევ კოდექსში სხვადასხვა ცვლილებები შეიტანონ, რაც თავისთავად ხელს შეუშლის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებით მარტივდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მოქმედებები. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება აანალიზებს იმას, თუ წინა არჩევნების დროს დამკვირვებლების, პარტიების მხრიდან რაზე იწერებოდა ყველაზე ბევრი საჩივარი, განცხადება და ის მუხლი, რომელიც წინა არჩევნების დარღვევებს საფუძვლად ედო, ამარტივებენ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიცია კანონპროექტების განხილვისა და მიღების დროს ნაკლებად აქტიურობს. თუნდაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, როცა ინიციატივას მხოლოდ არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. იგივე თუნდაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით, იგივე იყო როდესაც მიიღეს კანონში ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", როცა ფაქტობრივად, შეტანილი ცვლილებების თანხამად შეუძლებელი გახდა მშვიდობიანი აქციის გამართვა. საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ოპოზიციის ეს მორჩილება. _ თქვენ რით ხსნით, ოპოზიციის პასიურობას? _ ვფიქრობ, ოპოზიცია ზედმეტად თავდაჯერებულია იმაში, რომ ნებისმიერი კანონის მიღების მიუხედავად მაინც შეძლებენ გამარჯვებას. ზოგ შემთხვევაში არსებობს ისეთი ინიციატივები რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიციის ინტერესში შედის. თუმცა აშკარად არ აფიქსირებენ თავის პოზიციას. ასეთი შემთხვევა იყო დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივას არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ აპროტესტებდა და იმედი ჰქონდათ, ხელისუფლება ამ საკითხს პარლამენტში გაიტანდა და უკვე შემდგომში ოპოზიცია ისარგებლებდა დეპუტატების გაზრდილი რაოდენობით. _ შესაძლოა, ოპოზიციამ არსებული საარჩევნო კოდექსი არჩევნებში დამარცხების საბაბად გამოიყენოს? _ თუ ოპოზიციას საარჩევნო კანონი არ მოსწონს, მაშინ პროტესტი უნდა დააფიქსირონ და თქვან, არსებული საარჩევნო გარემო მათთვის მიუღებელია და ადეკვატური ცვლილებები მოითხოვონ.Aამიტომ ოპოზიციამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო იყო. უბრალოდ, შეუძლებელია ამ ვითარებაში მოვითხოვოთ ობიექტური საარჩევნო გარემო, მაგრამ ოპოზიციამ ისეთი ცვლილებები მაინც უნდა გააპროტესტოს, რომელიც არც ლოგიკასთან და არც კანონთანაა შესაბამისობაში.ვრცლადhttp://ghn.ge/news-65555.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2012 ეს კახი კახიშვილი მომწონს, არ ვიცი რამდენად ჭკვიანია, როდისაა მართალი, როდის ცდება, მაგრამ ერთ რამეში უვერენი ვარ, წესიერი ადამიანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.