lasha_alo Posted May 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2012 http://www.radiotavisupleba.ge/content/military_programm/24564226.htmlგასულ კვირაში საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, გიორგი ტატუაშვილის დედამ, დარეჯან პატაშურმა, ღიად გამოხატა თავისი პროტესტი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკან დაუბრუნა სახელმწიფოს მიერ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისათვის უსასყიდლოდ გამოყოფილი ბინა. დარეჯან პატაშურის ნაბიჯი ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პოლიტიკურად მოტივირებულ დემარშად მონათლა, რამდენადაც ჯარისკაცის დედა კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისის მენეჯერად მუშაობს. თუმცა დარეჯან პატაშურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არასოდეს დაუმალავს ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისა და ტოტალური კონტროლის მიმართ, რაც ბოლო ხანს თავადაც იწვნია. „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“ საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ ხელისუფლება ზრუნავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებზე - მარჩენალდაკარგულის შვილები, მეუღლეები და მშობლები ღებულობენ პენსიას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ასაქმებენ სახელმწიფო სამსახურში და აძლევენ ბინებს სახელმწიფო ხარჯით ვარკეთილში აშენებულ სამხედრო დასახლებაში. ამგვარი სოციალური პაკეტი სრულად მიიღო დარეჯან პატაშურმა, 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან სნაიპერის ტყვიით მოკლული კაპრალის, გიორგი ტატუაშვილის დედამ. თავდაცვის უწყებამ ასევე იზრუნა დარეჯან პატაშურის ქალიშვილის დასაქმებაზეც სამინისტროს სტრუქტურაში, თუმცა გმირის დედობამ დარეჯან პატაშური მოსალოდნელი გაუგებრობებისგან ვერ იხსნა. როგორც კი მან კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის წარმომადგენლობაში გაწევრიანება გადაწყვიტა, დარეჯან პატაშურის თქმით, იმავე პიროვნებამ, რომელიც ხშირად ურეკავდა თავდაცვის სამინისტროდან და მოკითხვას უთვლიდა, ამჯერად „კეთილი რჩევის“ მისაცემად დაურეკა: „მანამდე სამხედრო პირმა დარეკა, წარმოადგინა საკუთარი თავი, მაგრამ მე ვერ დავიმახსოვრე. მეგონა სხვა საკითხთან დაკავშირებით მირეკავდა, რადგან ადრეც ხშირად რეკავდნენ, ხომ არაფერი პრობლემა გაქვთ, რამე ხომ არ გჭირდებათო, მეკითხებოდნენ, და გვარი არ დამიმახსოვრებია. კორპორაციული კი იყო, მაგრამ არ ვიცი ვინ იყო... არ ვიყავი „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული, მაგრამ უკვე გრძნობდნენ, თუ რას ვაპირებდი. და დამირეკა იმ პირმა და მითხრა: იოცნებეთ, ქალბატონო, იოცნებეთ, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო.“ გასულ ორშაბათს, 23 აპრილს, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა, დარეჯან პატაშურმა დაასახელა თავდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი, ნატა ასლამაზიშვილი და ვინმე ბუჩუკური, რომლებიც მოგვიანებით მარნეულში ჩავიდნენ, მანქანაში ჩაისვეს დარეჯან პატაშურის 14 წლის ვაჟი და უთხრეს, გადაეცი დედას, ჭკვიანად იყოსო: „უკაცრავად, მაგრამ ქუჩურ დონეზე ხდებოდა ეს. გაჟღერდა ეს [მუქარა] არა სახელმწიფო სტრუქტურის დონეზე, არამედ იყო მოგზავნილი პიროვნება, რომელიც გვაშანტაჟებდა და გვაშინებდა, რომ, აი, ჭკვიანად თუ არ იქნები... თავდაცვის თანამშრომელია, გვარი დამავიწყდა, გეცოდინებათ თქვენ ის მამაკაცი - ბუჩუკური!“ თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული ჯარისკაცის თანამებრძოლების დუმილი თავდაცვის სამინისტროს დარეჯან პატაშურის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამხედრო უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამინისტროს, რომელმაც შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა გიორგი ტატუაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, არ სურს ქალბატონ დარეჯანთან პოლემიკაში შესვლა, რათა ამით ჩრდილი არ მიადგეს დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისელი 21 წლის კაპრალი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ჯგუფში იმყოფებოდა, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ერთ-ერთი პირველი დაიღუპა სამხედრო დავალების შესრულების დროს. ყოფილი მკლავჭიდელი და გამორჩეული სპორტული მონაცემების გიორგი ტატუაშვილი აგვისტოს ომამდე ექვსი თვე ერაყში იმყოფებოდა სამხედრო მისიით. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი კაპრალი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა და, როგორც ზემოთ ითქვა, ოჯახს უსასყიდლოდ მისცა ბინა და სამსახურში მოაწყო გიორგის და, თამთა. მაგრამ რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, გიორგი ტატუაშვილის დედა, დარეჯან პატაშური, ხელისუფლებას სწორედ უყურადღებობაში სდებს ბრალს: „მე მეგონა, რომ გიორგის სახელობის სკოლა იქნებოდა ან პატარა სკვერი იქნებოდა რაიონში. ეს ხომ არაფერი არ განხორციელდა. ერთხელ არავინ ჩასულა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი. ეს პატარა სტიმული იქნებოდა მაგ მოსწავლეებისათვის.“ გარდა ამისა, როგორც დარეჯან პატაშური ამბობს, მას არა შეეძლო ქვეყანაში და, კერძოდ, მარნეულის რაიონში გამეფებული უსამართლობის ატანა, რის გამოც, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება აპოლიტიკური იყო, იძულებული გახდა პოლიტიკაში ჩაბმულიყო და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეერთებოდა: „ და რაც ახლა ხდება საქართველოში, ხალხი დატერორებულია, ხალხს არ აქვს თავის ნების გამოხატვის უფლება, განა ეს ცოტაა? აი, ეს ყველაფერი დაგროვდა ცოტა-ცოტა. ამიტომ მე გიორგის წინაშე მართალი არ ვიქნებოდი, რომ გავჩუმებულიყავი. ეს გიორგის საქმის გაგრძელება.“ დარეჯან პატაშური დარწმუნებულია, მისი შვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მოუწონებდა გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, დედის ნაბიჯს გაგებით შეხვდა დარეჯან პატაშურის ქალიშვილი თამთა, რომელმაც ასევე დაწერა განცხადება თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის შესახებ. გიორგი ტატუაშვილის ოჯახმა - ზემოთაც ითქვა - დატოვა ბინა, რომელიც სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღეს, როგორც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ახლობლებმა. მათ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.დარეჯან პატაშურის თქმით, მას არც მისი შვილის თანამებრძოლები დაჰკავშირებიან, რომლებიც ადრე ხშირად ურეკავდნენ. თუმცა ის მათ ასეთ დუმილს გაგებით ეკიდება: „არ შემხმიანებიან გიორგის მეგობრები. უყურადღებოდ არ გვტოვებდნენ გიორგის ბიჭები. ახლა არ შეგვხმიანებიან, მაგრამ მაგათ ვერ დავადანაშაულებ და ვერც ვუსაყვედურებ და არც წყენა მექნება გულში. მე მჯერა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ისინი დადებითად აფასებენ. მე მჯერა! შეიძლება ეს ვერ გამოთქვან ხმამაღლა, მაგრამ ჩემგან არ გაუკვირდებათ, როგორც გიორგის დედისგან, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. და ჩემთვის ესეც საკმარისია ამ ეტაპზე.“ დარეჯან პატაშური რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირის პირველი მშობელია, ვინც ღიად დაუჭირა მხარი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და უარი თქვა კუთვნილ შეღავათებზე. თუ რას მოუტანს მას ეს ნაბიჯი, დარეჯან პატაშურმა ახლა არ იცის. იგი არც სხვა მშობლებს მოუწოდებს მიბაძონ მის ნაბიჯს. დარეჯან პატაშური ამბობს, რომ, როგორც გმირის დედას, სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო: „თქვენ გგონიათ მე ძალიან დიდი ძალა შემწევს, ძალიან განვითარებული ანდა გამორჩეული ადამიანი ვარ? არა, ეს გიორგის დამსახურებაა დღეს“, - ამბობს დარეჯან პატაშური, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერის, გიორგი ტატუაშვილის დედა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2012 ნუ არ ვიცი რა ვთქვა.... ღმერთმა ძალა და გამძლეობა მისცეს ამ ქალბატონს..მაგრამ ამ დამპალ და ნაძირალა ტავდაცვის თანამშრომლებს რა ეშველებათ , რა???როდემდე უნდა გააგრძელონ ხალხის ტერორი?ქალმა შვილი შესწირა სამშობლოს და იმასტან კიდე რო პრეტეენზიით მიხვალ არაადამიანი ხარ!!!..ნაგვები!!!!!!!!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.