planetanews Posted April 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/04_12/60652.jpg დნეპროპეტროვსკში მომხდარი პირველი აფეთქების ამსახველი ვიდეომასალა ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა გადაიღეს. კადრები სააგენტო "ლაიფნიუსმა" გაავრცელა. მასალაში ტრამვაის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების მომენტია ასახული. თავდასხმის შედეგად, ამ ადგილას 13 ადამიანი დაშავდა, 4 აფეთქების დროს დაზარალებულთა საერთო რაოდენობა კი 30-ს შეადგენს. 22 მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.დნეპროპეტროვსკში დღეს ვიქტორ იანუკოვიჩიც ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად დახურული სხდომა გამართა და თავდასხმების ორგანიზატორთა შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესა. ხელისუფლება მზად არის 2 მილიონი გრივნა, ანუ 250 ათასი დოლარი გადაიხადოს ნებისმიერ ცნობაში, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს გამოძიებაში დაეხმარება. ვიქტორ იანუკოვიჩმა საავადმყოფოებში დაშავებულებიც მოინახულა. ტერაქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მთავრობა რეაბილიტაციის მიზნით ფინანსურ დახმარებას გაუწევს. დნეპროპეტროვსში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეთხვევის ადგილებზე უკვე 24 საათზე მეტია სპეციალისტები მუშაობენ. უსაფრთხოება უკრაინაში სამხედრო ობიექტებზეც გააძლიერეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts