planetanews Posted April 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/04_12/60657.jpg წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს რუსთავში. გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი რბოლაში გამარჯვებულებს მოგვიანებით თავად დააჯილდოვებს. საქართველოს პირველობაში მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი მანდილოსანია. რბოლაში ის ვეტერან სპორტსმენებს უპირისპირდება. თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომის მშენებლობა რუსთავში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი 4,122–მეტრიანი ტრასა ევროპელმა სპეციალისტებმა შეამოწმეს. ახალ ავტოდრომზე სარბოლო ბილიკის გარდა, მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა. აშენდა ახალი შენობები. შეიცვალა ტრიბუნებიც, რომელიც ოთხი ათას კაცს იტევს. მომავალში რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიაზე ახალი სპორტული ობიექტების აშენებაც იგეგმება. მალე აქ სასტუმრო, კარტინგისა და პეინტბოლის ცენტრები განთავსდება. აქვე იფუნქციონირებს ოფროუდის ცენტრიც.ჩემპიონატი სპორტული ავტომობილების 4 კლასში იმართება. დღეს პირველი ეტაპი ტარდება. რუსთავში ჩემპიონატის დაწყებამდე ტრასა კიდევ ერთხელ თავად მოსინჯა საქართველოს პრეზიდენტმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts