planetanews Posted April 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/04_12/60649.jpg გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილ შეხვედრასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას კეტრინ ეშტონი გამოეხმაურა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პრესმდივანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ”ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ბოლო წუთს ჩაიშალა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობის გამო. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მხრიდან დაუშვებელია,” - წერია დოკუმენტში. კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვითარების სტაბილიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამიტომ იმედი აქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა ახლო მომავალში კვლავ გაიმართება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts