Jump to content
Planeta.Ge

ერორი- წარმატებულ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა. პირველკურსელები, რომლებიც კურსს საუკეთესო შედეგით დახურავენ, მომდევნო წლებში გადასახადისგან თავისუფლდებიან. მათი სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს.

ინიციატივაზე მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" ილაპარაკა, სადაც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 ოლიმპიადაში 31 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მოზარდები თავიანთ პროექტებს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში წარადგენენ.

ქვეყნის პირველმა პირმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინრე განათლების რეფორმის მნიშველობაზე გაამახვილა ყურადღება.

მიხიელ სააკაშვილმა, სტუმრად ჩამოსული მოსწავლეებისგან, ძვირფასი ქვებით მიჭედილი მისი და პირველი ლედის პორტრეტები მიიღო საჩუქრად.

ცერემონიას დიმლომაიტური კსრუსს წამდგნლებიც ესწრებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება რუსეთშიც სურთ, თუმცა საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიტიკურ ელიტას ეს არ შეუძლია.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...