planetanews Posted April 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/04_12/60647.jpg აფეთქებების სერიის შემდეგ დნეპროპეტროვსკის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ქალაქს მსგავსი მასშტაბური თავდასხმების სერია არ ახსოვს. რამდენიმე წუთიანი ინტერვალით დნეპროპეტროვსკის სხვადასხვა ადგილას 11 აფეთქება მოხდა. თუმცა ოფიციალური პირები მხოლოდ 4 შემთხვევას ადასტურებენ. მოგვიანებით ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრთან სროლის ხმაც გაისმა. სამართალდამცველებს დაკავების დროს ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა გაუხსნა. სავარაუდოდ ის უკვე დაკავებულია.აფეთქებები ერთი სცენარით განხორციელდა. ბომბები სანაგვე ურნებში იყო დამონტაჟებული. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა 11 საათსა და 50 წუთზე ქალაქის ცენტრში, ტრამვაის გაჩერებასთან ამოქმედდა. ამას მოჰყვა კიდევ სამი აფეთქება ოპერის თეატრთან, რკინიგზის სადგურთან და პარკთან. მეხუთე ბომბი განმაღმველებმა იპოვეს და თავად ააფეთქეს. ბოლო მონაცემით დაშავებულია 29 ადამიანი. მათ შორის 10 ბავშვია. უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქებებს მალევე ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და უსაფრთხოების ზომები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში გაამკაცრა. თავად დნეპროპეტროვსკში დღის მეორე ნახევარში უკვე უკვე შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები გამოჩნდა. სამართალდამცველები განმაღმველებთან ერთად ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ სანაგვე ურნებში, შენობებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში. მომხდარის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმში ყოფნისას შეიტყო და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს ტერაქტყის ორგანიზატორთა უმოკლეს ვადაში დაპატიმრება დაავალა. დნეპროპეტროვსკში იმყოფებიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელი პირები. პრეზიდენტმა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს დაავალა არ დაუშვან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წინ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. მატჩები 8 ივნისიდან იწყება და უკრაინის 4 ქალაქში კიევში, დონეცკში, ლვოლვსა და ხარკოვში გაიმართება. დღეს წერილობითი განცხადება გააკეთა უეფას ხელმძღვანელობამაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ აფეთქებების მიუხედავად თამაშების დროს უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. დღეიდან 2 მაისამდე დნეპროპეტროვსკში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება იკრძალება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts