Jump to content
Planeta.Ge

ერორი- კეტრინ ეშტონის განცხადება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/04_12/60649.jpg

 

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილ შეხვედრასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას კეტრინ ეშტონი გამოეხმაურა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პრესმდივანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

”ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ბოლო წუთს ჩაიშალა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობის გამო. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მხრიდან დაუშვებელია,” - წერია დოკუმენტში.

კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვითარების სტაბილიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამიტომ იმედი აქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა ახლო მომავალში კვლავ გაიმართება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...