planetanews Posted April 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2012 http://rustavi2.com/news_photos/04_12/60654.jpg ქართველი მეზღვაურები, რომლებიც 8 თვის განმავლობაში ესპანეთში იმყოფებოდნენ, ორი საათის წინ სამშობლოში დაბრუნდნენ. ესპანეთიდან ისინი სტამბოლში ჩაფრინდნენ, შემდეგ კი ავტობუსით ბათუმისკენ წამოვიდნენ. ოთხივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს. საქართველოში მათ ოჯახის წევრები დახვდნენ. მეზღვაურები ხომალდზე მოტყუებით აღმოჩნდნენ და, თურქ მფლობელთან დაპირისპირების გამო, გემზე რამდენიმე თვე უხელფასოდ გაატარეს.მეზღვაურების გათავისუფლება საქართველოს მთავრობის და ესპანეთში საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩარევის შემდეგ მოხერხდა. მათ მგზავრობის ხარჯები მთლიანად საქართველოს მთავრობამ დაფარა.პრობლემის მოსაგვარებლად და მოლაპარაკებების საწარმოებლად კარტახენაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი იმყოფებოდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts