planetanews Posted April 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/04_12/60646.jpg რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარისა და სერგეი ლავროვის მოედგილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი გრიგორი კარასინთან ფილიპ ლეფორის ინიციატივით შედგა. ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გენერალ ტიშკევიჩის მიღებაზე უარს აცხადებს, რამაც, ლეფორის თქმით, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჟენევის მოლაპარაკებებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი ევროკავშირის სპეცწარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიპლომატებმა, პირველ რიგში, სოხუმთან, როგორც ჟენევის ფორმატის სრულუფლებიან მონაწილესთან, ისე უნდა განიხილონ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts