Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ტეტჩერიზმი კვლავ ძლიერია თბილისში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif

ლიუკ კოფი

საქართველო რკინის ლედის მიერ პოპულარიზებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს ავითარებს

1987 წელს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი მოსკოვს და თბილისს ეწვია. მან ეს მოგზაურობა მისი პრემიერ-მინისტრობის „ყველაზე შთამბეჭდავ და ყველაზე მნიშვნელოვან ვიზიტად“ აღწერა. რკინის ლედის ვიზიტმა სრულად ცხადყო საბჭოთა სისტემის ბზარები და საბოლოოდ გადააწყვეტინა მას პრეზიდენტ რეიგანთან ერთად კომუნიზმის ტირანიის დანგრევისთვის ეღვაწა.

დღეს, 25 წლის შემდეგ თანამედროვე საქართველო ავითარებს რეფორმებს, რომელიც დემოკრატიაზე, თავისუფალ ბაზარზე, ძლიერ თავდაცვასა და თავისუფლებზე ქ-ნი ტეტჩერის რწმენას ეფუძნება. პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა და მთელი თავისი ყურადღება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიღწევისკენ მიაპყრო. მართალია საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ის სერიოზულ პროგრესს აღწევს. მისი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი მისი ანტიპოდია. იქ დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ რეგრესია; გაბატონებულია კორუფცია და მომავალი ბნელია. ვლადიმერ პუტინის რუსეთი ისეთივე ბზარებს ცხადყოფს, როგორიც 25 წლის წინ საბჭოთა კავშირში შეიმჩნეოდა.

ვიდრე, ქ-ნი ტეტჩერი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბრიტანეთს ევროპის სნეულ ქვეყნად მიიჩნევდნენ. დღეს, მსოფლიოში სნეული თავად ევროპაა. თუმცა სწორედ ტეტჩერის პროგრამის (ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შეზღუდვისა და კორუფციასთან ბრძოლის) წყალობით, საქართველოში სერიოზული ეკონომიკური პროგრესია. მაგალითად, თუკი 2010 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,6%-ს შეადგენდა, 2011 წელს ის 3,7 %-მდე შემცირდა. წელს მშპ-ს 5,5 %-მდე გაზრდაა მოსალოდნელი. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველო 184 ქვეყნიდან 34-ე ადგილზე მოხვდა – მკვეთრი გაუმჯობესება 2003 წელთან შედარებით, როდესაც ის 113-ე ადგილზე იყო. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მხრივ 26 ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთს, ესპანეთს და ბელგიას უსწრებს.

საქართველომ უდიდეს წინსვლას მიაღწია ასევე კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის კორუფციის გლობალურ ბარომეტრში საქართველო მსოფლიოში პირველ ქვეყნად დასახელდა ამ ფრონტზე პროგრესის მხრივ.

საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან სამხედრო რეფორმებს, რათა გარანტირებულად შეძლოს ეფექტური მოქმედება ნატოს გვერდით – მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ალიანსის წევრი არ არის. მეტიც, საქართველო თავისი მშპ-ს დაახლოებით 4 %-ს ხარჯავს თავდაცვაზე – ინვესტიციის მისაბაძი დონე ნატოს წევრებისთვის, რომლებიც ამ მიზნით საშუალოდ მხოლოდ 1,6 %-ს ხარჯავენ.

მაშინ როდესაც, ნატოს ბევრმა წევრმა ქვეყანამ 2012 წლისთვის ავღანეთში საკუთარი დანაყოფების შემცირების შესახებ განაცხადა, საქართველო წელს მისიაში დამატებით სამხედროებს აგზავნის – აორმაგებს კონტრიბუციას ჰელმანდის პროვინციაში. ეს საქართველოს ISAF-ის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყნად აქცევს, რაც მოულოდნელი არ არის. როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ის ერაყში თავისი წილით მეორე ქვეყანა იყო და მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩებოდა. როდესაც საქმე თავდაცვას ეხება, საქართველო სერიოზული მოთამაშეა.

სააკაშვილი საქართველოს რთულ ურთიერთობებს რუსეთთან პასუხისმგებლობით და პრაგმატულად მართავს. მან ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ პირობა დადო – ის რასაც, რუსეთი არ აკეთებს. იცის რა გლობალური ეკონომიკის უპირატესობის ფასი, საქართველო პასუხისმგებლობით მოეკიდა ახლახანს მიღწეულ შეთანხმებას, რომლითაც გზა გაეხსნა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

დასავლეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ გაამხნევოს საქართველო რეფორმების შენარჩუნების გზაზე. ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად უნდა აღიარონ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპაციად. თუკი ის, რომ 10 000 რუს სამხედროს პერმანენტულად აქვს დაკავებული საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია არ არის, მაშინ რა ჰქვია ამას? დღემდე, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა დუმს. დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შეუერთდნენ საფრანგეთის და შეერთებულ შტატების განცხადებებს და არაორაზროვნად დაგმონ რუსეთის უკანონო ოკუპაცია.

დასავლეთმა ასევე უნდა მიჰყიდოს თბილისს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება. საქართველომ უსაფრთხოების საქმეში სანდო პარტნიორად წარმოაჩინა თავი ბალკანეთში, ერაყსა და ახლა ავღანეთში. მისი არმია იმსახურებს ყველა საჭირო თავდაცვით შეიარაღებას. ქართველები, როგორც ჩანს საგონებელში ჩავარდნენ, როდესაც დაინახეს, რომ ლიბიელი აჯანყებულები (რომელთაგან ზოგიერთი ალ-ქაიდასთან კავშირშია ეჭვმიტანილი) უახლესი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებით იყვნენ შეიარაღებულნი, მაშინ როდესაც დასავლეთი განაგრძობს თბილისისთვის აუცილებელ შეიარაღებაზე უარის თქმას. მეტიც, ნატოს 20-21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე, ალიანსმა კვლავ უნდა დაადასტუროს მისი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციაში საქართველოს შესაძლო წევრობის მიმართ.

საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი თავისი ევროატლანტიკური ამბიციების ხორცშესხმისთვის, თუმცა რეალური პროგრესი მიღწეულია. პრინციპები, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერი განასახიერებდა, როდესაც ის სტუმრობდა თბილისს 1987 წელს, დღესაც რეალისტურად ჟღერს. შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიძლება ეფუძნებოდეს გადატვირთებს და სურვილების რეალობად წარმოჩენას. თუკი საქართველო ევროპის ხალხთა ოჯახში ინტეგრაციის ნაცვლად რუსულ ორბიტას დაუბრუნდება, დასავლეთი ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...