Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი N17 ციხის დირექტორი ლაშა ბრეგვაძე პატიმრებზე „ვარჯიშობს“...


Recommended Posts

21:28 11.04.2012
[b][i]უფლებადამცველი და მედია–კავშირ "ობიექტივის" წამყვანი კოტე ინაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ღია ბოქლომი" უცვლელად გთავაზობთ:[/i][/b]

[url="http://4.bp.blogspot.com/-2zh21cp2wxY/T4W-4YNnjDI/AAAAAAAAGuQ/JdvE_mYYsQ4/s1600/kote%2Binashvili.jpg"][img]http://4.bp.blogspot.com/-2zh21cp2wxY/T4W-4YNnjDI/AAAAAAAAGuQ/JdvE_mYYsQ4/s200/kote%2Binashvili.jpg[/img][/url]მედიაკავშირი „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ადვოკატთა ჯგუფმა იმდენად „შეაწუხა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცია და მაღალჩინოსნობა, რომ ზოგიერთი (თითქმის ყველა) მათგანი ცდილობს პრობლემები შეუქმნას ადვოკატთა ჯგუფს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან პატიმრებს.

სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს, რომელიც პატიმრებს შიშისზარს სცემს და ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, გამოირჩევა პატიმრების ცემით, ღირსების შემლახავი ფაქტებით, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობით. პატიმართა საჩივრების საფუძველზე „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ აღწერა პატიმრების საჩივარი და პროკურატურას მიმართა. რათქმაუნდა პროკურატურა ჩვეულებისამებრ ასეთი სახის თემებზე არ რეაგირებს. სწორედ ასეთი „ზურგის“ იმედად N 17 დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე კიდევ ერთხელ არღვევს კანონს და ადვოკატ ჯუმბერ მილორავას ციხეში შეშვებაზე უარს აცხადებს.

2 თვიანი ბრძოლის შედეგად „ობიექტივმა“ გაიმარჯვა და ჯუმბერ მილორავამ კვლავ შეაღწია ციხის N17 დაწესებულებაში და განაგრძო საქმიანობა... მალე ლაშა ბრეგვაძე მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, კერძოდ ციხის დირექტორმა ამავე ციხეში მსხდომ პატიმრებს – ვალერიან ფუტკარაძეს (დაბ. 27.04.1962 წ.) და იაგო ცაგურიშვილს (დაბ. 20.09.1958 წ), რომლებსაც მილორავა ემსახურებოდა, ალბათ ძალდატანებით დააწერია საჩივარი და მედია–კავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელობის სახელზე გააგზავნა იმ იმედით, რომ მილორავას სამსახურიდან დაითხოვდნენ. წერილებში პატიმრები ი. ცაგურიშვილი და ვ. ფუტკარაძე ადვოკატის არაკვალიფიცირებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მას მატყუარას უწოდებენ. თუმცა პატიმარ ფუტკარაძეს ალბათ დაავიწყდა ან გამორჩა ის ფაქტი, რომ N17 დაწესებულების მთავარი ექიმი ზურაბ აფციაური სწორედაც ადვოკატ მილორავას განცხადების საფუძველზე უტარებს სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაბამისად მკურნალობას.

N17 დაწესებულების მთავარი ექიმი მილორავას წერილობით პასუხობს:–“ თქვენი 26.10.2011 წ–ის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მსჯ–ლი ვალერიან ფუტკარაძე არის ქრონიკული ავადმყოფი. დასმული დიაგნოზებიდან გამომდინარე (შაქრიანი დიაბეტი, II ტ. ინსულინ მომხმარებელი, გ.ი.დ. არტერიული ჰიპენტენზია I ხ.) ამჟამად მსჯ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პათოლოგიების გამწვავებას ადგილი არა აქვს. აყვანილია ჩვენი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივ (ყოველდღიურ) ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“. და ა. შ... ანალოგიურად ადვოკატ მილორავას მომსახურება გაეწია პატიმარ ცაგურიშვილასც. ასე რომ N 17 დაწესებულების – ციხის დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა... მზაკვრული გეგმა გაშიფრულია, შურისძიება კი მხილებული. და როგორც ქართულ ზღაპარში ამბობენ, – ჭირი იქა ლხინი აქა...

[b]კოტე ინაშვილი | 11.04.2012 [/b]




[url="http://boqlomi.blogspot.com/"][img]http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png[/img][/url]
[img]https://blogger.googleusercontent.com/tracker/2907431438646605030-2701828899551149117?l=boqlomi.blogspot.com[/img]

[url=http://boqlomi.blogspot.com/2012/04/n17.html]View the full article[/url]
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...