Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით კიბერ-შეტევა მის კუთვნილ კომპიუტერზე [video]


Recommended Posts

17:06 25.04.2012

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობის დროს, კიბერ-შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მათი კუთვნილი კომპიუტერიდან საოჯახო ვიდეო-არქივი იქნა მოპარული.

 

http://3.bp.blogspot.com/-Q4iGGRQko10/T5g6Npjus5I/AAAAAAAAG4g/QsikNCHTii4/s200/diskreditacia.jpgამის შემდგომ, 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მცირე ნაწილი, დამონტაჟებული სახით ძალოვანი სტრუქტურებიდან კონტროლირებადი ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა.

 

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის განცხადებით, ეს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა გახლავთ და იმედოვნებენ, რომ ამას საკადრის პასუხს ქართული საზოგადოება თვითონ გასცემს.

 

ბიძინა ივანშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდის საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს, ნახოს ეს ვიდეო სრული და ხელუხლებელი, დაუმონტაჟებელი სახით.

 

„ასეთი საქციელით მიხეილ სააკშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ისეთი რამ, რასაც ჰქვია ოჯახი, პირადი ცხოვრება, პრივატული სივრცე და ა.შ. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის ყველაფრის მკადრებელია. ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ, რადგან არა აქვთ ამ ყველაფრის არც აღქმის და შესაბამისად არც განცდის უნარი.“-ნათქვამია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

ასევე განცხადებაში აღნშნულია, რომ მათთვის უფრო მნშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა კრიმინალური ჯაჭვია შექმნილი ინტერნეტ-პროვაიდერების მონაწილეობით, ლოკალური და გლობალური ქსელებიდან, პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება.

 

„ამ მიზნით დაწყებულია გამოძიება, უკვე ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას და შესაძლოა სულ მალე როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ვამცნოთ ამჯერად ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე.“-ნათქვამია ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

 

 

presage.tv

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-3599817768878134698?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...