planetanews Posted April 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2012 15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა. http://1.bp.blogspot.com/-x-tW0oY-Uug/T5qElLqI26I/AAAAAAAAG6I/8GKF2OoVV0I/s200/Bloody_Hammer_by_skeats.jpgამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ, ბავშვთა აღმზრდელობით დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას 12 წლის მ.კ. გულმოდგინედ ცდილობდა, ხელები სვიტერის სახელოებში დაემალა. როგორც აღმოჩნდა, მას ამპუტირებული ჰქონდა თითი. შემთხვევის გახსენებისას აღსაზრდელი იძაბებოდა და უხერხულად იშმუშნებოდა. ,,ჩემით დამემართა ...ხო ნაჯახი დავირტყი, შეშას ვჩეხავდი .… საჭმელი რომ შევჭამე პირდაპირ შევედი შეშაში, სხვებიც შედიოდნენ, მეც მინდოდა, რომ მუშა ვყოფილიყავი, ,,საექთნოში შემიყვანეს, ჩემი თითი სად არის-მეთქი ვტიროდი... სასწრაფო გამოიძახეს ...მიაკერეს მაგრამ მერე გაშავდა და ზუგდიდში მომაშორეს" ,,700 ლარი დაუჯდა ,,მ" მასწავლებელს, თვითონ მითხრა შენი თითი 700 ლარი დამიჯდაო ", - თქვა წალენჯიხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ბარათში აღნიშნული ფაქტის შესახებ ექიმის ჩანაწერი არასრულია. ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში დღემდე ხდება ამავე აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის უგულებელყოფა. ბენეფიციარს სამი წელი უტარდებოდა მკურნალობა გულის პათოლოგიის გამო (სამედიცინო ბარათში გულის პათოლოგიის არსებობა აღნიშნულია, მაგრამ კონკრეტული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა მითითებული არ არის), ორი წელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი არ ჩატარებია, ასევე არ უტარდება რეაბილიტაცია და მკურნალობა ამპუტირებული თითის ფალანგის შემდგომი მდგომარეობის გამო. ბოლო წლის განმავლობაში ამ საკითხის განხილვაც კი არ მომხდარა. "გული მაწუხებს და რაღაც წამლები დავლიე ...რომ დავრბოდი წკრ-წკრ გული ასე მესმოდა, მითხრეს შუილი გაქვსო ...პარნიკის უფროსად დამნიშნა ...დირექტორმა… …მე ვმუშაობ, რომ დავთესო ყველაფერი. ვბარავთ ...…შაბათ-კვირას ვმუშაობ, სკოლიდან რომ მოვალ ვმუშაობ 3 საათიდან ასე 6 საათამდე ...ფუტკრების 6 სკაა, ადრე 14 სკა იყო, …წვიმა რომ იქნება სათბურში შევიტანთ ხოლმე მე და ,,X" , ძალიან ვიღლები და დავჯდები ხოლმე", - ამბობს ბენეფიციარი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს წალენჯიხის ბავშვთა სახლში აღსაზრდელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე ჩნდება კითხვები ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების თვალსაზრისითაც. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსს: – უზრუნველყოს გაძლიერებული მონიტორინგი უსაფრთხოების პირობების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე - პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნული მიმართულებით.სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2011 წლის დეკემბერში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგი 13 დიდ ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში განხორციელდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts