Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ირაკლი ალასანია წინასაარჩევნოდ ზუგდიდში გადასვლას აპირებს


Recommended Posts

12:54 10.04.2012

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ საქმიანობას სამეგრელოში გააგრძელებს.

 

http://3.bp.blogspot.com/-i0RuIHD9GOE/T4VGT2_UWQI/AAAAAAAAGts/kVnA1avuHz4/s200/irakli%2Balasanias%2Bfoto.gif"ვაპირებ ზუგდიდში გადასვლას, იქ იქნება ჩემი ოფისი", - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი გაზეთ "ყველა სიახლესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

როგორც ალასანია აღნიშნავს, გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ დიდი დრო რეგიონებში გაატაროს, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, რადგან მიიჩნევს, რომ ამ კუთხეში მოსახლეობას ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან იქ ყველაზე ძლიერია ავტორიტარულ-რეპრესიული რეჟიმი.

 

"ვაპირებ შემოვიარო ყველა სოფელი, ადამიანებს პირადად გავაცნო სოფლის განვითარების ჩვენეული პროგრამები. სამეგრელოს უნდა მიეცეს საშუალება, ჩიხიდან გადაიქცეს ხიდად, რომელიც დაგვაკავშირებს აფხაზეთს... ყველა უკანონო ქმედებაზე ხელისუფლება მიიღებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს, მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების იმგვარ ორგანიზებას, რისი შედეგიც არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება იქნება", - აცხადებს ალასანია.

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ცნობით, რეგიონებში გადასვლას და იქ აქტიურობას "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებიც გეგმავენ. როგორც ალასანია აღნიშნავს, ის ხშირად ამბობს, რომ არჩევნებს თბილისის ოფისიდან ვერავინ მოიგებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქი უყურადღებოდ დარჩება. "თბილისი არის საქათველოს დედაქალაქი და პოლიტიკური ცენტრი, ბევრი რომ ეცადოს სააკაშვილი თბილისის პოლიტიკურად გაშიშვლებას – პარლამენტისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების რეგიონებში გადატანას, თბილისი ყოველთვის იქნება საქართველოს გული და პოლიტიკური ეპიცენტრი", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

 

"ინტერპრესნიუსი"

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

 

2907431438646605030-1497871217079833931?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...