Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - “ქართული ოცნება” 2201 წევრით რეგისტრაციას ითხოვს


Recommended Posts

/get_img?ImageId=5748

ქართული ოცნება

დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“  პარტიის იურიდიული რეგისტრაციისთვის  საჭირო დოკუმენტაცია  იუსტიციის სამინისტროში  წარადგინა.  

 

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, რეგისტაციისთვის საჭირო დოკუმენტებს შორის არის  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  2201 წევრის ხელმოწერა, ნაცვლად კანონით დადგენილი 1000 ხელმოწერისა, ასევე, პარტიის სადამფუძნებლო ოქმი,  წესდება, დეკლარაცია, პარტიის სიმბოლიკა და იურიდიული მისამართის დამადასტურებელი  სხვა საჭირო დოკუმენტაცია.

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა,  რომ პარტიის მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა იურიდიული პროცედურა  ზედმიწევნით არის დაცული.

 

კანონის მოთხოვნის თანახმად,  თუკი ყველა დოკუმენტაცია სწორადაა წარდგენილი, იუსტიციის სამინისტრომ პარტია რეგისტაციაში ერთი თვის ვადაში უნდა გაატაროს.

 

“ქართული ოცნები-დემოკრატიული საქართველოს” სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში 21 აპრილს გაიმართა.

 

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს მანანა კობახიძე, სანამ, ივანიშვილის გუნდის წევრ არჩილ კბილაშვილის თქმით, “კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა და საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური უფლებები მიეცემა”.

 

ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი საჯაროდ გასული წლის შემოდგომაზე გამოთქვა და  პარტიის გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნებაც” შექმნა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...