Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რის სანაცვლოდ აპირებს სააკაშვილი გადადგომას


Recommended Posts

/get_img?ImageId=3032

"მზად ვარ, სადაც უნდათ, ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩვენი მთავრობის, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე", - ასეთია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისადმი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო სურს, რომ მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ძალა, "რომელიც ირიბად ან პირდაპირ პირდება, რომ დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, შეწყვეტს საერთაშორისო ზეწოლისა და მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე და შეურიგდება, როგორც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ეძახის, ახალ შექმნილ რეალობას."

სააკაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის გამეორებაც რუსეთს არ შეუძლია:

"არადა, წარმატებული საქართველო არის მათთვის ყველაზე დიდი კოშმარი. ქვეყანა, რომელიც გამოაცხადეს განადგურებულად, დამთავრებულად 2008 წელს, აღსდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის, არამედ თვითონ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის", - აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტის თქმით, "ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, ამ ტყუილის კბილი ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა."

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი მზად არის დაუბრონოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე– კონტროლი და გაიყვანონ თავისი ჯარები, ამის სანაცვლოდ გადადგომაზე მისი მხრიდან რეაგირება მოხდება მყისიერად.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...