Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცაგარეიშვილი: ვანო მერაბიშვილის უკანონობებზე რომ ვისაუბრო, 300 წელი არ მეყოფა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/Cagareishvili-300x203.jpg“ვანო მერაბიშვილის უკანონობაზე რომ ვისაუბრო, 300 წელი არ მეყოფა“,-  აცხადებს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

26 აპრილს, პარლამენტში, სამთავრობო საათის ფორმატში მიწვეული მინისტრების გამოსვლებს დეპუტატი “Facebook”-ის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც მან მერაბიშვილის გამოსვლის ის ნაწილიც შეაფასა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსულ ფულზე საუბრისას განაცხადა, რომ “ფულს სუნი არ აქვს”.

“რუსულ ფულზე საუბრისას განაცხადა, რომ ფულს სუნი არ აქვს. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ფულით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რის გამოც მას რუსეთუმეს ეძახიან. გამოდის, რომ რუსული ფული ორი სახეობის არის და ერთ მათგანს, ანუ ივანიშვილის ფულს სუნი ასდის, მეორე ნაწილს კი – არა? მოკლედ, ბატონ მერაბიშვილის საუბრიდან გამოდის, რომ თუ რუსული ფული პირდაპირ ვანოს ჯიბეში მოხვდა, ის უკვე არის ქართული წარმომავლობის და მის ჯიბეში რუსული ფული არ ყარს, სხვა ადამიანის ჯიბეში კი ის ყარს. როცა ბიძინა ივანიშვილისგან ბატონი მერაბიშვილი და საქართველოს მთავრობა მრავალი წლის მანძილზე იღებდა დაფინანსებას, რათა პოლიციელებს ჰქონოდათ ღირსეული ხელფასი, ჰქონოდათ კარგი მანქანები, მერაბიშვილი ივანიშვილისგან ამ ყველაფერს რომ იღებდა, მაშინ ფულს სუნი არ ასდიოდა. როცა ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა ოპოზიციურ პოლიტიკაში მოსულიყო და კანონიერი საშუალებებით, მათ შორის რუსეთში ნაშოვნი ფული ქართულ პოლიტიკაში დაებანდებინა, რათა ხელისუფლება არჩევნების გზით შეეცვალა, მის ფულს მყისიერად სუნი აუვიდა.”,– აცხადებს ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელმაც „ქართუ ბანკის“ მანქანაზე თავდასხმა დაგეგმა.

„მოგეხსენებათ, სამთავრობო საათი შემდეგ თვესაც გაიმართება. სიმბოლურია, რომ ეს მოხდება 24 მაისს.  ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ ბატონი მერაბიშვილი, რომ სხდომათა დარბაზში აუცილებლად დაისმება კითხვები 26 მაისთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე უკვე ვმუშაობთ და სავარაუდოდ ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე ძალიან მალე გაეგზავნება. ამდენად, მას კიდევ ერთხელ მოუწევს სამთავრობო საათზე მობრძანება. მას სიამოვნებს ეს თუ არა, მე ნაკლებად მაღელვებს”,– აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...