Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცაგარეიშვილი: ადეიშვილი უხილავი პიროვნება გახდა ქართულ პოლიტიკაში


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/news_1_101595-300x291.jpgპარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ  იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უხილავი პიროვნება გახდა ქართულ პოლიტიკაში.

26 აპრილს, პარლამენტში, სამთავრობო საათის ფორმატში მიწვეული მინისტრების გამოსვლებს დეპუტატი “Facebook”-ის გვერდზე გამოეხმაურა.

“აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობდა, ბატონი ადეიშვილი ერთ-ერთ რეგიონში ამომრჩევლებთან შესახვედრად იყო გასული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არის სტეფანწმინდა. ბატონ ადეიშვილს რატომღაც ახლა გაახსენდა ამომრჩეველი და სტეფანწმინდა, მაშინ, როდესაც დაახლოებით 20 დღით ადრე იცოდა, რომ 26 აპრილს სამთავრობო საათზე უნდა მოსულიყო. არა უშავს, იგი მაინც მოვა აქ, ხოლო თუ აქ არ მოვა, მაშინ მოუწევს სხვაგან მისვლა და თუ სად მოუწევს, ამასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს“,- ნათქვამია ცაგარეიშვილის განცხადებაში.

მისივე თქმით, თუ მას არ უნდა დეპუტატების წინაშე აგოს პასუხი, ძალიან მალე საქართველოში ჩამოყალიბდება სამართლიანი სასამართლო და სწორედ მის წინაშე მოუწევს ადეიშვილს პასუხისგება.

სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დედაქალაქში არყოფნის გამო ვერ გამოცხადდა. მორიგი სამთავრობო საათი  24 მაისს გაიმართება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...