Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 82–ე და 86–ე მუხლები დაცულ უფლებებს არღვევს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/51d79f4d36461429573074ef4c0f3fb3.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ  პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე და 42-ე მუხლებით დაცულ უფლებებს არღვევს

ორგანიზაციის აღმასრრულებელი დირექტორის  ნაზი ჯანაშვილის პატიმრობის კოდექსის აღნიშნული მუხლებით უკვე დაირღვა ერთ-ერთი პატიმრის უფლებები, რომელსაც “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს.

“დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო კოდექსის მე-82 მუხლის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, როგორიცაა ყვირილი, გინება, ხმაური, პროვოცირება და ა.შ. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მსჯავრდებულისთვის შეფარდება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე და 42-ე მუხლს, რადგან ადამიანი, რომლის ჯანმრთელობისთვისაც საჭიროა სპეციფიური რეჟიმი, ვერ ახერხებს თავის შესაბამის მოვლას”, – განაცხადა “კოსტიტუციის 42-ე მუხლიხს” ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით,საქართევლოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ 2011 წლის 24 დეკემბერს შედგენილი ოქმი ადასტურებს საქმეზე, რომ მოსარჩელეს მითითებული დარღვევა რეალურად არ ჩაუდენია. მოსარჩელის თანამესაკნეები აცხადებენ, რომ მოსარჩელეს პალატიდან გაყვანა მოხდა სრულიად უხმაუროდ, ისე, რომ მითითებულმა პირებმა ვერც კი შეამჩნიეს აღნიშნული ფაქტი.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საკონსტიტუციო სასამართლოს 30 აპრილს მიმართავს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...