planetanews Posted April 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/3357gorozia-300x255.jpgსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 6 ჰექტარზე გასენებული მოცვის სადემონსტრაციო პლანტაცია დაათვალიერა.სამინისტროს ინფორმაციით, სოფფლიო მეურნეობის პროგრამის ფარგლებში მოცვი აჭარა, გურიასა და სამეგრელოში გაშენდა.“აღნიშნული ტერიტორიები გამოირჩევა ნიადაგის მაღალი მჟავიანობით, რაც მოცვის გაშენებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. შავი ზღვის კლიმატი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ შეგვიძლია ერთი თვით ადრე მივიღოთ მოსავალი და ამით გარანტირებული გასაღების ბაზარი შევქმნათ მრავალი წლის განმავლობაში, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთი დამატებითი შემოსავალის მიღების საშუალება ექნებათ”,-აღნიშნა გოროზიამ.პროგრამა მიზნად ისახავს, საქართველოში განავითაროს მოცვის, როგორც ახალი პროდუქტის პირველადი წარმოება.ამასთან, სამინისტროს ცნობით, ქართული მოცვი უკრაინასა და აზერბაიჯანში უკვე გადის. ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეები სხვა უცხოური ბაზრების ასათვისებლადაც ემზადებიან. წინასწარი გათვლებით საქართველოში მოყვანილი კენკრა ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება და მისი ფასი 3-4 ევრო ეღირება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts