Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია დემოკრატიის საზოგადოება” ჩამოვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/archevnebi-2008-1-300x225.gifსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნეზე დასაკვირვებლად ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია დემოკრატიის საზოგადოება” მოიწვია – ამის შესახებ “ღია დემოკრატიის საზოგადოების” პრეზიდენტმა ტომ ნოლანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებისთვის მოწვევა ჩვენ  საქართველოს პრეზიდენტისგან მივიღეთ. ჩვენი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების პროცესში სრულიად დამოუკიდებლად საქმიანობს. ახლო მომავალში სომხეთშიც ვაპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას. მე როგორც პოლიტიკურ კონსულტანტს, უკვე ორასზე მეტ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მესმის, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები”, – განაცხადა ნოლანმა.

“ღია დემოკრატიის საზოგადოების” საბჭოს წევრმა ბრიუს ბარსელომ აღნიშნა, რომ მათ არჩევნებში პოლიტიკური მხარე არ უჭირავთ. მათ სურთ ხალხს დაანახონ, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის დავალებით, 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოსაწვევი მიმდინარე წლის 6 აპრილს გაუგზავნა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...