planetanews Posted April 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/4505651119_a355701f09_z-300x198.jpgგვირაბის მშენებლობის გამო გალაკტიონის ხიდი, რომელიც ერთმანეთთან ელბაქიძის დაღმართსა და მარჯანიშვილის ქუჩას აკავშირებს, ერთი თვით დაიკეტება.ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 90- მეტრიანი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. გვირაბი არის იმ პროექტის ნაწილი, რომელიც მარჯვენა სანაპიროზე შუქნიშნების გაუქმებას ითვალისწინებს.ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის განცხადებით, გალაკტიონის ხიდის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 25 დღეში დასრულდება, ხოლო გვირაბისა და ახალი გზის მშენებლობა – აგვისტოსთვის.„მაქსიმუმ 20-25 დღის განმავლობაში გალაქტიონის ხიდი დაიკეტება,ვთხოვ მძღოლებს გაითვალისწინონ აღნიშნული მდგომარეობა და ალტერნატივად საანაპიროებზე გადაასადგილებლად გამოიყენონ, როგორც ბარათაშვილის ასევე მშრალი ხიდი,“- განაცხადა ჯოხაძემ.მისი თქმით, ამ მიმართულებით დაახლოებით 18 სამარშრუტო ხაზი და ორი ავტობუსი მოძრაობს.მერიაში გახსნილია ცხელი ხაზი – 272 22 22, სადაც სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეკონ და გაარკვიონ, როგორ იმოძრავებენ სამარშრუტო ხაზები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts