Jump to content
Planeta.Ge

არასამთავრობო ორგანიზაციებს "ინფორმაციული უსაფრთხოების" კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ


Recommended Posts

არასამთავრობო ორგანიზაციებს "ინფორმაციული უსაფრთხოების" კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტს წინადადებებით მიმართავენ. დოკუმენტის პარლამენტში წარდგენამდე ორგანიზაციები, რომლებსაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" წარმოადგენს, კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების პრეზენტაციას გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-დან აცნობეს, პრეზენტაცია დღეს, 12.00 საათზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ოფისში გაიმართება.

"არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგი შენიშვნები გვაქვს კანონპროექტთან დაკავშირებით: კანონპროექტი ადგენს დახურული საჯარო ინფორმაციის ახალ სახეებს, როგორებიცაა: კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული ინფორმაცია. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება ექნებათ თვითონ მიანიჭონ საჯარო ინფორმაციას ოთხი კლასიფიკაციიდან ერთ-ერთი, ანუ გადაწყვიტონ თუ რომელი საჯარო ინფორმაცია რომელ კატეგორიას განეკუთვნება – კონფიდენციალურს, შეზღუდულს, არაკლასიფიცირებულს თუ ღიას", - აცხადებენ არასამთავრობოები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციებს "ინფორმაციული უსაფრთხოების" კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ

მეც მაქვს შენიშვნები. რაღაც ორგანიზაციები რომ უნდა იყოს, რომლებიც ვითომ აუდიტს ჩაატარებენ, აი ამ ორგანიზაციების სერტიფიცირება ანუ აუდიტის ჩატარების უფლების მინიჭება რა კრიტერიუმებით ხდება, არსად არ წერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაქვს შენიშვნები. რაღაც ორგანიზაციები რომ უნდა იყოს, რომლებიც ვითომ აუდიტს ჩაატარებენ, აი ამ ორგანიზაციების სერტიფიცირება ანუ აუდიტის ჩატარების უფლების მინიჭება რა კრიტერიუმებით ხდება, არსად არ წერია.

 

რად უნდა მაგას დაწერა, სატურნ... ჩვენ მთავრობას იმის ძალა არ შესწევს, რომ რაღაც ორგანიზაციები აირჩიოს და დანიშნოს?

აბიჟაეშ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაქვს შენიშვნები. რაღაც ორგანიზაციები რომ უნდა იყოს, რომლებიც ვითომ აუდიტს ჩაატარებენ, აი ამ ორგანიზაციების სერტიფიცირება ანუ აუდიტის ჩატარების უფლების მინიჭება რა კრიტერიუმებით ხდება, არსად არ წერია.

აჰა, სულაც არაა მეორეხარისხოვანი საკითხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...