Jump to content
Planeta.Ge

ზუგდიდში სერგო ჩაჩიბაიას პროცესს NDI-სა და IRI-ის ხელმძღვანელები დაესწრებიან


Recommended Posts

http://www.presage.tv/?m=news&NID=31725

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის სერგო ჩაჩიბაიას საქმეს განხილვას, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან ერთად NDI-სა და IRI-ის ხელმძღვანელები დაესწრებიან. პროცესი 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

 

ჩაჩიბაია ძალოვანებმა ზუგდიდში 25 მარტს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. პუშკინის ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისში შესაკეთებლად დატოვებული ავტომანქანის გამოსაყვანად მეგობრებთან ერთად მისულ სერგო ჩაჩიბაის, ახალგაზრდა მამაკაცი, ოთარ ქეცბაია დახვდა, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ერთ-ერთი თვითმხილველის, ამირან ქარდავას განცხადებით უცნობი მამაკაცის აგრესიას ჩაჩიბაიას მხრიდან თავშეკავება მოჰყვა, თუმცა რამდენიმე წამში ინციდენტის ადგილზე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, გია ნაროუშვილი, ემზარ მაისურაძე და გოგიტა ფარცვანია „პიკაპის“ ტიპის ავტომანანებით აღმოჩნდნენ და სერგო ჩაჩიბაია ხულიგნობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს.

 

კოალიციის წევრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრების, ადვოკატისა და თანაპარტიელებისათვის დაკავებიდან 5 საათის შემდეგ, მაშინ გახდა ცნობილი, რაც სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ბაგრატ ქირიამ პატიმარი ზუგდიდის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

 

ბაგრატ ქირიას განცხადებით, ჩაჩიბაიას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მისთვის აუცილებელი გახდა. ღამის 11 საათისათვის პოლიციის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ სერგო ჩაჩიბაიას მიმართ არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ წიანააღმდეგობის გაწევაში გამოიხატა.

 

მომხდარ ფაქტს „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ირაკლი ალასანიას მიერ სამეგრელოში არსებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან გაკეთებულ განცხადებას უკავშირებენ.

 

სერგო ჩაჩიბაია ე. წ. „ვარდების რევოლუციამდე“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2004 წელს, სამართალდამცავებმა ჩაჩიბაია სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და უკანონო დაკავების ბრალდებით დააკავეს. საპყრობილე მან 2008 წელს დატოვა, ხოლო 2009 წლიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...