lasha_alo Posted April 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2012 http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=7851&Itemid=999999999მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. „როგორც პრეზიდენტი ვუზრუნველყოფ იმას, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და როგორც, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში მიმდინარე დებატებისას. სააკაშვილმა მიმართა ლევან ვეფხვაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის იქნება მმართველი პარტიის ლიდერი საპარლამენტო არჩევნებში პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში იქნებიან. პრეზიდენტმა არ გაიზიარა ვეფხვაძის განცხადება და აღნიშნა, რომ მათ ხალხს უნდა მოაწონონ თავი, რათა დემოკრატიულ გარემოში მოიგონ არჩევნები და მათი გამარჯვება არ უნდა იყოს დამოკიდებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2012 დემოკრატიული არჩევნები- ამის ვინმეს კიდევ ჯერა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2012 ნუ ის რომ არჩევნები გაყალბდება... რა დიდი მსჯელობა და ფიქრი უნდა.აი მეორეა მერე ვინ რას მოიმოქმედებს.გამოავლენენ ამერიკელების გოშიაობას და ჩაუგორდებიან საპარლამენტო უმცირესობაში, თუ რეალურად იბრძოლებენ.ვნახოთ... სულ მალე გაირკვევა ყოლიფერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted April 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2012 გააკეთებს კიდევაც!ბერბუკში ოთარ რუსიტაშვილს თავზე დაადგა ( ოთარ რუსიტაშვილმა კი გვითხრა, რომ ,,სულ 15 წუთი იყო ჩემს ოჯახში. თვითმფრინავით ჩამოვიდა სოფელში, სოფლის საბჭოს შენობასთან დაჯდა და იქიდან მოვიდა ჩემთან. მეზობლებმაც კი არ იცოდნენ.” ) და მიუხედავათ იმისა, რომ წინადღეს ქალიშვილი გარდაეცვალა რუსიტაშვილს, წინასაარჩევნო ლექცია წაუკითხა. http://qartli.ge/web/3688 და კიდევ აქ ნახეთ http://www.kheoba.ge/?cat=readmore&topic=332&lang=ka არავის არ დაინდობენ, არაფერს არ დაიშურებენ, არაფერზე უკან არ დაიხევენ, არც საკუთრივ დაწერილ კანონებს დაიცავენ, არც საკუთრივ გამოცხადებულ წინასაარჩევნო აგიტაციას დაელოდებიან!! თქვენ კარგათ მეყოლეთ და მონიტორს მტვერს ნუ გააკარებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2012 lasha_alo ეს როდინდელი ნიუსია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.