lasha_alo Posted April 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2012 როცა აქ არ ვცხოვრობდი, ლამის 9 წლის მანძილზე, და სახლში ვბრუნდებოდი, პირველი, რასაც ვაკეთებდი (თუ დედაჩემი ლისის ტბის ჩამონგრეულ გოგირდის აბანოში არ გამამწესებდა, შოკური თერაპიისთვის) ეკლესიაში მისვლა იყო, სიონში, სადაც 7 წლისა მომნათლეს და შესაძლოა, ამის გამოც ამოვიჩემე. მივიდოდი (რა თქმა უდნა შარვლით, იმიტომ რომ კაბა გარდერობში არასოდეს მომეპოვებოდა), დავანთებდი სანთელს, შემოვივლიდი, ხელით ვეხებოდი მწვანედ შეფერილ კედლებს, ლამის ქვა-ქვა, მერე დიდხანს ვიჯექი რომელიმე კუთხეში, ხის სკამზე, და ერთი და იგივე ბედნიერი განცდა მიტრიალებდა - აი, დავბრუნდი, ახლა უკვე სახლში ვარ. მადლობასაც ამისათვის ვეუბნებოდი ღმერთს.....ოგვიანებით, როცა უცოდინრობასთან ერთად, საქმეში ინტელექტუალური წიაღსვლები ჩაერთო, გაქრა შეგრძნებებიც და ეკლესია გახდა ინსტიტუცია, გაუნათლებელი და უწესო მღვდლები, ან ჯიპიანი მღვდლები და ბევრი ხილული ფარისევლობა... და შემდეგი 9 წელი, საკუთარ ჯვრისწერასა და რამდენიმე ნათლობას თუ არ ჩავთვლით, ეკლესიაში ფეხიც კი არ შემცდენია. სიონსაც, სადაც მრავალი წლის წინ ყველაზე გულწრფელად მოვინანიე ჩემი ცოდვები, მოძღვრის გარეშე, სრულიად გულგრილად ვუვლიდი გვერდს. რაც მთავარია, წარბშეუხრელად ვამხელდი იმას, რაც არ მომწონდა, უკვე ჟურნალების ფურცლებიდანაც. ეკლესია იყო გაუნათლებელი, ეკლესია იფარებდა ფარისევლებს, ეკლესია იბრძოდა ძალაუფლებისთვის, ეკლესია მფარველობდა ნაციონალიზმს, ეკლესია ქადაგებდა კარჩაკეტილობას და უღვივებდა მრევლს ახლის მიუღებლობასა და უამრავ ფობიას... მოკლედ, ქართული ეკლესია, ჩემი ღრმა რწმენით, "უკან ექაჩებოდა წინ მიმავალ ქვეყანას, აფერხებდა პროგრესს". (თუმც კი, ახლაღა ვხვდები, როგორი ბუნდოვანი წარმოდგენები მქონდა იმათ პროგრესულობაზე, ვინც მეგონა, რომ ამ ქვეყანას წინ მიაქანებდა). ეს იყო ის, რაც სათოფე მანძილზე ჩანდა და ჩანს.....უფრო სამწუხარო ისაა, რომ ჩემს გარშემო, "ლიბერალურ საზოგადოებაში", ზუსტად ისეთივე მიუღებლობა და კარჩაკეტილობაა ეკლესიის მიმართ, როგორც ეკლესიის ნაწილში - "ლიბერალების" მიმართ. როგორც "ჩვენ" ვართ "ლიბერასტები", "პიდარასტები", "სოროსისტები" და ქვეყნის დამაქცევარები, ზუსტად ასევე არიან "ისინი" "ბნელები", "გაუნათლებლები" და "ჩამორჩენილები". ჩვენ მუდმივად დავცინით ერთმანეთს, მუდმივად ვქედმაღლობთ და უფრო უარესიც, თითქოს იდეოლოგიურ მტრებად ვიქეცით. ეს ორმხრივი ფუნდამენტალიზმი გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა ერთმანეთს და ჩვენ დავიმსგავსეთ ეს ქვეყანაც, ამ სულელური იდეოლოგიების დაჯერებით. ამ უცოდინრობითა და მიუღებლობით კი გავხდით ძალიან ადვილი სამართავები, და საშინლად პროგნოზირებადები.მხილება კარგი რამეა. უსამართლობა და ტყუილი უნდა ამხილო. მაგრამ ამ დროს ზუსტად უნდა იცოდე, რას ამხელ. და თუ გინდა, რომ რამე შეცვალო, უნდა ამხილო სიძულვილისა და შეურაცხყოფის გარეშე. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ თავს დაიმკვიდრებ იქ, სადაც ეს უფრო ადვილი იქნება.როგორც კი გორიდან გადაუხვევ და ქიწნისის და ნიქოზის გზას დაადგები, ლიახვის ხეობისკენ, შუა ქართლში, შენს თვალწინ იშლება ქართული სოფლები, რომელიც შენი აღარ არის. მშობლიური კავკასიონიც უფრო შორს მოჩანს, დათოვლილი ქედებით... და მოდის საშინელი დარდი იმის გამო, რასაც ვერ გაუფრთხილდი და ვერ შეინახე.ნიქოზში გვხვდება მეუფე ისაია, თავისი გამჭვირვალე, ცისფერი თვალებით, თავმდაბლობითა და კიდევ უფრო დიდი დარდით. მეუფე ისაიას გამოყავდა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილები, მაშინ, როცა იქ აღარავინ იყო. და გამოყავდა რუსების ბლოკპოსტის იქით გადარეკილი საქონელიც, რომ სოფელს სარჩო-სანოვაგე შემორჩენოდა. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ამბავია.მეუფე ისაია, ლიახვის ხეობა, ალავერდი და ფოკაა ჩემი სახლი, ისევე როგორც ოფელია ბებია, რომელიც უკვე 20 წელია მენატრება და რომლის საფლავიც სამეგრელოში, ნოქალაქევში, ტეხურის კალაპოტს გადაჰყურებს.არ ვიცი, რატომ მომინდა ამ სააღდგომოდ ამ ყველაფრის დაჩემება. ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდე, რას უნდა გავუფრთხილდე, რომ მშობლიურ გოგიტას კიდევ ერთხელ არ მოუხდეს დაძახება - "ეე, ბალღო, გახსოვდეს, რომ ჩვენი ბალღი ხაარ!" ამოვკრიფე ფრაგმენტები. სრული ტექსტი:http://liberali.ge/s...hvili/ra?page=2 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2012 ნწ ნწ ნწ... თითქოს იდეოლოგიურ მტრებად ვიქეცით.თითქოსო არცევნები მოდის და ეხლა ეკლესიასთან ბრძოლის დრო არ არისო შორე? წადით თქვენი თვალთმაქცი... ასე არის.ასეც უნდა იყოს.და ან ერთმა უნდა გაიმარჯვოს ან მეორემ. გამორიცხულია სხვა რამ.ეშმაკტან "სდელკაში" ყოველთვის მოტყუებული დარჩები. ამიტომაც.პაშლი ვი ნა ხუი ლიბერალი ხრენოვი.ესეც სრულიად რუსულად, ტქვენი გულის გასახეთქად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.