lasha_alo Posted April 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2012 საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გათვალისწინებით, საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებენ. როგორც პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ინიციატივები, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია და მთელი რიგი კანონები, პარლამენტში მომავალ კვირას შევა. მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" არა მხოლოდ ეპისტოლეს შეფასებით, არამედ მასში დასახული პრობლემების მოგვარების ბერკეტების პოლიტიკურ და საკანონმდებლო სივრცეში რეალიზებასაც შეეცდებიან. გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, ქდმ საყოველთაო სახალხო მხარდაჭერის კამპანიასაც გამართავს. მისი თქმით, ცვილებების პროექტი ემსახურება ქვეყანაში ღირსების, პატივისცემის დამკვიდრებას და მიმართული იქნება ცოდვის დაკანონების წინააღმდეგ.მას საკანონმდებლო ინიციატივების კონკრეტულ დეტალებზე გიორგი არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ეპისტოლეში დასახული პრობლემები, ბარიერივით წინ ეღობება ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ამ პრობლემად გიორგი თარგამაძემ უმუშევრობა, ეროვნული წარმოების მცირე წილი, ანაზღაურების დაბალი დონე, ჯანდაცვის ხარისხი, ხელმისაწვდომობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და დეკრეტული შვებულებების გაზრდა დაასახელა. თარგამაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს სიმყარე მისი წარსულის გამოცდილებას უნდა ეფუძნებოდეს, გამოცდილება კი არის, რომ ქვეყანაში თავისუფლება და ზნეობა არასოდეს მოდიოდა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...s-amzadebs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2012 lasha_aloმას საკანონმდებლო ინიციატივების კონკრეტულ დეტალებზე გიორგი არ ისაუბრა ესაა ყველაზე მაგარი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2012 ვერ გავიგე.ბიძინას გაუტყდა გველი გიორგის ყოჩაღობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.