Jump to content
Planeta.Ge

რუსეთ-საქართველოს მეორე ომი


Recommended Posts

Nukriko

თუ ადმინისტრატორი ყველა თემაში დარღვევებზე რეაგირებას დაიწყებს,მაშინ მოდერის კომპეტენციაში იჭრება.მითხარით,რაში გინდათ დახმარება ? ნო პრობლემ.

შევასრულო მოდერის ფუნქცია?

მაგაზე ადვილი რაა.

არავიტარი სხვისი ხელით ,ნუკრი.ასეტები არ მახსიათებს. პირველი ფაქტორია განმსაზღვრელი

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

soliaris641

ღმერთო, შენ მიშველე, ამდენი უტვინო "გენიოსა" ერთად როგორ შეიყარა, ფორუმის მესვეურებს ვუცხადებ, რომ ამ უჯიშოების გვერდით ყოფნა არ მსურს და გთვოვთ, გამიუქმოთ რეგისტრაცია. ჩემს შვილებს და შვილიშვილებს კი ბოდიშს ვუხდი, რომ ამათთანერთად რაღაცნაირად მაინც ვიყავი

ტან რამდენი ძახილის ნიშანი :D :D :D რამდენი დრამატიზმი :D :D :D

სიამაისაგან თვალები მეცრემლება ასეთი მამულიშვილები რომ კიდევ არსებობენ,

საქართველოზე შევარებულები, მისი სიძლიერის მოტრფიალენი!!!!!!!!!!!!! :)) ;))

პ.ს.

ისე კარგი საწამლავიც ვიცი... ბარემ ისიც ხომ არ გირჩიო? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგეი ლავროვი: მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნატოსათვის მკრეხელურია საქართველოს "ტერიტორიული მთლიანობის" თემის მუსირების გაგრძელება.

სერგეი ლავრივი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვში გაოცებას და სიფრთხილეს იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს დღემდე.

 

"დღეს კვლავინდებურად ნატოელი პარტნიორები თავის დოკუმენტებში საქართველოს ე.წ. ასპირანტთა შორის მოიხსენიებენ. ჩვენში ცოტა გაოცებასა და მართალი გითხრათ სიფრთხილესაც იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს რემინილიტარიზაციის პროცესი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფებოდა მან განაცხადა, რომ "მან მიაღწია სამხედრო მიწოდებების სრულად აღდგენას და პირობას, რომ აუცილებლად მიიღებენ ნატოში".

"მართალია, ეს ზოგადად, მისი, სააკაშვილი ინტერპრეტაციაა, როგორც მე ვიცი მას უყვარს ინტერპრეტირება - ჩვენში ეს ყველაფერი მაინც შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს ამ ადამიანის მორიგი ავანტიურის გამო მორიგი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

http://ghn.ge/news-64693.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...