Nukriko Posted April 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2012 თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატოს მოუწოდებს უზრუნველყოს ქვეყნის სირიასთან საზღვრის უსაფრთხოება. ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის შეიარაღებული ძალები თურქერთში ლტოლვილთა ბანაკს დაესხა თავს.ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, შეუძლია გამოიყენოს სამხედრო ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, შეიარაღებული თავდასხმა გაერთიანების ერთერთ წევრ ქვეყანაზე, მიჩნეული იქნება ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად და კავშირი ასეთ შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს.დამკვირვებლების განცხადებით, თურქეთის პრემიერმინისტრის ეს გამოსვლა სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად მზაობის მაჩვენებელია.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი მიიღებს ყველა ზომას მის საზღვართან სირიის ძალადობის საპასუხოდ. ზოგიერთი თურქი პოლიტიკოსი ნატოს მხარდაჭერისკენ მოწოდებას აკრიტიკებს და სირიასთან ურთიერთობის დაძაბვას ერიდება.სირიასა და თურქეთს შორის გუშინ ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დღეს სირიამ დაარღვია. შეტაკებას, რომელიც სოფელ ჰერბეტ ჯოზში, თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა, მსხვერპლი არ მოჰყოლია.ცეცხლის შეწყვეტა ექვს პუნქტიანი ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც დაკავებულთა გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების და საერთაშორისო მედიის დაშვებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების პატივისცემასაც მოიცავს. ამასთან, ეს ხელშეკრულება ჯარების და მძიმე ტექნიკის დასახლებული ადგილებიდან გამოყვანას მოითხოვს. http://news.ge/ge/news/story/10670-turqeti-siriis-winaagmdeg-natos-xelshekrulebas-gamoiyenebs Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted April 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2012 როგორც მახსოვს თურქეთი ტრაKს იხევდა ჯერ ლიბიაზე რომ ჩვენ ძმებს ხელს არ დავადებთო და მერე სირიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ყოველგვარი აგრესიული ქმედების ისე აბა სხვა სახელწმიფო ყოფილიყო სირიის ადგილას ან ისრაელი ან ვთქვათ ბულგარეთი ან საბერძნეთი რას იზავდა თურქეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.