Jump to content
Planeta.Ge

გავიხსენოთ ერთად ცხრა აპრილი...


Recommended Posts

http://burusi.files.wordpress.com/2009/04/mesame029.jpg

 

http://burusi.files.wordpress.com/2009/04/23630_1411050678359_1295273975_31132434_6330709_n.jpg?w=366http://burusi.files.wordpress.com/2009/04/pics2.jpghttp://burusi.files.wordpress.com/2009/04/11.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შარშანდელი პოსტია

ამ თემამ ერთი მემუარული ტიპის პოლიტიკური ნოველა დამაწერინა

იმედია ძალიანაც სერიოზულად არ აღიქვავთ მის ლიტერატურულ მხარეს...უბრალოდ ვეცადე "მხატვრული" ფორმებით გამეხსენებინა ერთი დღე, თან ეს პოსტია და არა ნაწარმოები

 

 

1989 წლის 9 აპრილი

დაბადების დღე სოფელში გადავიხადე და დილით ქალაქში უნდა დავბრუნდეთ.

- აუჰ, როგორ მეზარება 8 საათი მანქანაში ჯდომა.....

ნეტა რუსთაველზე რა ხდება?!

აქ არავინ არაფერი არ იცის . პირიქით, მე მეკითხებიან. რადიო ცუდად იჭერს . საგზალს ვამზადებთ. სადაა დრო სიგნალი კარგად მოვძებნო...

მიტინგებზე ჩუმჩუმად დავძვრებოდი. ნოემბრის აქციებისგან განსხვავებით სულ სხვა ატმოსფეროა.ვატყობდი ლიდერებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებული არაა. ქალაქში კი პატიაშვილის იმედი აქვთ. „არ წავა ეგ ხალხის წინააღმდეგ ,წესიერი კაცია ,მაგრამ არ მოკლან , რუსები ამას არა აპატიებენ...“

-რა მიამიტურად მსჯელობენ, მე ვხდები ჩემი ბავშვური ჭკუით ,ესენი კი .....

სადღაც სენაკთან ვართ.

მამაჩემი ერთ ნაცნობს მეგრულად ელაპარაკება. ორივეს სახეზე ფერი არ ადევს....

-ჭორები დადის ,თითქოს შეტაკება მომხდარა ....

- აუუ, ჩვენები როგორ არიან?!

- არავინ არაფერი არ იცის , ზოგი ამბობს ათასი კაცია დაღუპული , ზოგი რას ,ზოგი რას.....

-დედა,დედა კიდევ კარგი ბავშვები აქეთ წამოვიყვანეთ....

--......

თბილისს ვუახლოვდებით . იმატა შავდროშიანმა მანქანებმა . უეჭველი რაღაც მოხდა . ნუთუ მართლა ამდენი ადამიანი ჩახოცეს?!

ნათესავებზე ვდარდობთ ,მეგობრებიც გვახსენდება ... .

ქალაქი გატენილია რუსების ტექნიკით.

-წყეულები.....

-ჰმ....

მეზიზღება საბჭოთა კავშირი, ორგანულად მეზიზღება ეს ბინძური ნამგალი და ურო. ნუთუ არა ვართ ღირსნი დამოუკიდებლები ვიყოთ?! რითი ვართ ვინმეზე ნაკლები?!

ასეთი ქალაქი ჯერ არ მინახია. სახეებზე შიშს ვერ ვკითხულობ.მხოლოდ სიფრთხილე და სიძულვილი.განსხვავებულ გამოხედვას ვერ მოძებნი. უცხო ადამიანები ერთმანეთს თბილად ვესალმებით. ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა,მაგრამ მსხვერპლი არის,სისხლი დაიღვარა.

ქალაქში ჩასვლისთანავე სტადიონზე შევიარე. ბიჭებმა სიგარეტი მომაწევინეს. ახლობლები არავინ დაღუპულა , თუმცა რამდენიმე ადამიანის კვალს ჯერ ვერ პოულობენ. სავარაუდოდ ცოცხლები არიან...

-საღამოს ეზოში ხალხი იკრიბება. ერთი მეზობელი ქალბატონი ფერეიდნელი მოლას მკითხაობას იხსენებს ....“რა ზუსტად იწინასწარმეტყველა?! წითელი ურჩხული მალე აღარ იარსებობსო“

-აუფ, კარგით რა , ამათ რა მოერევა..

-ჩვენი ზიზღი ქალბატონო, ჩვენი ზიზღი.

ბავშვები რაღაც პლაკატს ვაკეთებთ ...„დიდება დაღუპულ გმირებს“.....

„დღე დგება უტყვი და უჩვევი,მეწამულ ბილიკზე ვდგებით“......

ეს სიტყვები რამდენიმე დღე პირზე ყველას ეკერა.ნამდვილ თავისუფლების ჰიმნად იქცა.

ყველას გვეგონა ,რომ ტიტების ჩუქების დრო დადგა, ლიდერები გამოვიდოდნენ ციხიდან და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყებოდა....

გვეგონა......

რა ალალი იყო მაშინ თბილისი, მაგრამ ერთიანი და იმედიანი.ასეთი საერთო კონსოლიდაცია მხოლოდ 13 მაისს თუ მახსოვს,მაშინ ყველა ხარობდა, დღეს ,პირიქით მოღუშული,მაგრამ რაღაც საერთო ქონდა 89 წლის აპრილსა და თასების თასის აღების სიხარულს.ესაა ის ,რასაც ჭეშმარიტი პატრიოტიზმი ქვია პოლიტიკოსების, ამბიციების ინტრიგების გარეშე.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ღამე ჩინური ფანრები გაუშვეს ჰაერში ქართული ოცნების წევრებმა..

 

ლამაზი იყო..

 

ხო, ხარისხზე ბოდიში...

 

http://s019.radikal.ru/i639/1204/fa/30954d2eb54c.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

9 აპრილიში დაღუპულთა პასუხისმგებლობა, უნდა აიღონ არა მარტო რუსებმა არამდე კგბ-შნიკებმაც - ზვიად გამსახურდიამ და ე.წ "ეროვნულმა მოძრაობამ" (მოგვიანბეით რომ გაირკვა, რომ უმრავლესობა კგბ-შნიკი იყო :D ), ისე კადრებს კარგად თუ ნახავთ, პატრიარქს ეუბნებიან "სისხლი უნდა დაიღვაროსო" (პროვოკაციაზე მიდან)

 

რა თქმა უნდა ამის შემდეგ გმრად წარმოჩინდა, რუსებთან ვითომ მებრძოლე ზვიად გამსახურდია, ხალხმა ჭამა ეს მითი და სათავეში დროებით კგბ-შნიკები მოვიდნენ, მერე ძალაუფლება ყოფილმა კომუნისტებმა აიღეს, ხოლო 2003 მეორე კგბ-შნიკური გადატრიალებით კვლავ კგბ-შნიკები მოვიდნენ სათავეში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...