planetanews Posted March 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.pngჯოშუა კუცერასაქართველოს ოპოზიციური პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონელ ლობისტებს ყოველთვიურად ათობით ათას დოლარს უხდის და შთაბეჭდილება ისეთია, რომ ეს ყველაფერი უკვე იძლევა შედეგს.ორშაბათს ჯიმ მაკდერმოტმა, ვაშინგტონის შტატის კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან, წარმოადგინა ”საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიის აქტი 2012 წლისათვის”. ეს დოკუმენტი მოითხოვს საქართველოსთვის ყველა სახის დახმარების (სამხედრო და ნებისმიერი სხვა) შეწყვეტას, თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ წელს, ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში. ეს შესაბამისობაში მოდის აშშ-ს ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ რიტორიკულ ზეწოლასთან, რომელიც მიმართული იყო საქართველოს მთავრობისაკენ და აღწერდა იმას, თუ რამდენად დიდია აშშ-ს მთავრობის ყურადღება არჩევნებისადმი. სანქცია ზედმეტად მკაცრად გამოიყურება, მაგრამ: როდის ჩაატარა ბოლოს ბაჰრეინმა, კიდევ ერთმა ქვეყანამ ცნობილმა იმით, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარებას იღებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები?მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი კანონპროექტში ივანიშვილზე ხაზგასმაა. ცხრაგვერდიან კანონპროექტში მილიარდერი ივანიშვილი ცამეტჯერაა ნახსენები ისე, რომ სხვა არც ერთი პოლიტიკოსი მოხსენიებული არ არის.(მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელთან დაკავშირებით ნთქვამია: ”მისი სულ უფრო დიქტატორული კონტროლი საქართველოს მთავრობაზე” და რამდენჯერმე – ”სააკაშვილის რეჟიმი”). კანონპროექტში დეტალურადაა აღწერილი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი, მისი ფინანსური დევნა და ივანიშვილის მხარდამჭერის საეჭვო გარდაცვალება ციხეში. გასაკვირი არ არის, რომ კანონპროექტის ტექსტი ბლოგ Bug Pit-ს იმ PR ფირმამ გადმოუგზავნა, რომელიც ივანიშვილისთვის მუშაობს (კანონპროექტი წარდგენილი იყო ორშაბათს და ამიტომ ონლაინ ჯერ არ გამოჩენილა. როგორც კი დოკუმენტს ინტერნეტში გამოაქვეყნებენ, მე ლინკს დავამატებ).უნდა ითქვას ისიც, რომ ივანიშვილი საქართველოს მთავრობის ბევრად უფრო ძლიერ ვაშინგტონურ ლობისტურ აქტივობას უპირისპირდება. სულ რაღაც ორი თვის წინ კონგრესმა თავის რეზოლუციაში შეაქო საქართველოს მთავრობა და განაცხადა, რომ ”მან აჩვენა თავისი სრული ერთგულება დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი”. და კიდევ სულ ახლახანს იყო წარდგენილი ორი კანონპროექტი, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების ლობირებას ისახავს მიზნად, რაც სააკაშვილის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და, როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიის მარშრუტი კაპიტოლიუმის ბორცვზეც გაივლის.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts