planetanews Posted March 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2012 14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო. http://1.bp.blogspot.com/-nPAc0teqxVk/T275s4nVbmI/AAAAAAAAGbw/KzCWON4AmGQ/s200/ilia%2Bchachibaia.jpgროგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩაჩიბაიამ აღნიშნა, მოსწავლეები სკოლებიდან ყვითელი ავტობუსებით გამოჰყავდათ, იარაღს ურიგებდნენ და სამხედრო წვრთნებს უტარებდნენ. „სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ სამი თვის წინ გავავრცელე. ამ თემაზე ბევრს ვწერდი, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. განგაში მხოლოდ მას შემდეგ ატეხეს, როცა ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განაცხადა. სამწუხაროდ, დღეს განგაშის ატეხვა დაგვიანებულია, რადგან სამხედრო ფორმირებები უკვე შექმნილია. საზოგადოებამ და ოპოზიციამ რეგიონებში მცხოვრები ხალხის მოსმენა უნდა ისწავლოს“, – აღნიშნა ილია ჩაჩიბაიამ და დასძინა, რომ გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავსებული. „ზუგდიდში თითქმის ყველა ქუჩაზე მსგავსი შტაბია გახსნილი. სააკაშვილი ხედავს, რომ პროცესები მის საწინააღმდეგოდ ვითარდება. მისი გეგმა ასეთია: როცა ხალხის პროტესტი პიკს მიაღწევს და მის ჩამოშორებას შეეცდებიან, თავს სამეგრელოს შეაფარებს. პრეზიდენტის სავარძლის დასაბრუნებლად სამოქალაქო ომს წამოიწყებს. უკანონო ბანდფორმირებებს სწორედ ამ მიზნით ქმნის. ის ყველაფერზეა წამსვლელი“, – განაცხადა ილია ჩაჩიბაიამ. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts