Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- გამოკითხულთა უმრავლესობა აზიზის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია


Recommended Posts

ავტორი დაჩი კვიკვინია

17:06 26.03.2012

2012 წლის 31 მარტს, დღის 2 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანია თურქეთ–საქართველოს შორის დადებული, თუ დასადებად გამზადებული, გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლება ბათუმში, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი მამულიშვილების საფლავზე სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის ასაგებად მზადყოფნას გამოხატავს.

 

http://4.bp.blogspot.com/-1NG8tUV1nYg/T3BJxgeTuhI/AAAAAAAAGco/ZjBqYLzskpg/s200/get_img.jpgსაზოგადოება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს დამყრობელი სულთანის სახელობის მეჩეთის მშენებლობაზე. გავრცელდება სპეციალური მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომლის წარმომდგენლებსაც გადაწყვეტილების შესაცვლელად დროის კონკრეტული მონაკვეთი მიეცემა. ბათუმში 31 მარტია აქციის გამართვის ინიციატორი წინააღმდეგობის მოძრაობაა. უკანასკნელი თვეების მანძილზე აზიზის სახელობის მეჩეთის თემას სისტემატურად აშუქებს მედია–კავშირი „ობიექტივი“. „ობიექტივის“ გადაცემებში დიდია აჭარის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობა, რომლებიც ღია ეთერში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ. სწორედ ბათუმისა და აჭარის რეგიონის სხვა ქალაქების მოსახლეობის მოთხოვნით, გადაწყდა 2012 წლის 31 მარტს, ბათუმში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ორგანიზება, რომელშიც წინასწარი ინფორმაცით ათასობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. საგულისხმოა ფაქტი, რომ მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემებში, რომელიც ბათუმის 25–ე არხზე მაუწყებლობს, მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსულმანური მრველის წარმომადგენლები.

 

გასულ კვირას პირდაპირი ეთერით საზოგადოებას საქართველოს მუსლიმთა მუფთიმ ჯემალ პაქსაძემაც მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების დიდი ერთობისა და თანამოაზრეობის მნიშვნელობას. ჩვენი ინფორმაციით, 31 მარტის აქციის დაწყებამდე გმირულად დაღუპული მამულიშვილების საფლავთან მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით, პანაშვიდს გადაიხდიან აჭარის ეპარქიის მღვდელმსახურები, ხოლო პანაშვიდის დასრულებისთანავე საპროტესტო აქცია დაიწყება.

 

ერთ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიმდინარეობს გამოკითხვა აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის თემაზე, გამოკითხულთა უმრავლესობა ამ მშენებლობის წინააღმდეგია.

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-7894508029451140050?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...