planetanews Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 ავტორი დაჩი კვიკვინია17:06 26.03.2012რამდენიმე დღის წინ ბათუმის 25-ე არხის ახალმა დირექტორმა გია სურმანიძემ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ცალკეული, ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციები მას „ობიექტივის“ გადაცემების შეჩერების რჩევით მიმართვენ. http://3.bp.blogspot.com/-XBWIQY0JbFI/T3Br2XeX-CI/AAAAAAAAGdA/B9RY7y0VPrg/s200/obieqtivi.jpgციტატა: presage.tv :" ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები გია სურმანიძისგან, როგორც „ტვ25“-ის გენერალური დირექტორისგან მოითხოვენ, რომ მათ არხზე შეწყდეს „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლირება. presage.tv-სთან საუბრისას გია სურმანიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - „ამგვარ მოთხოვნაზე მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავენ, მაგრამ ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც „ობიექტივის“ გადაცემები ძალიან მოსწონთ და კმაყოფილებას გამოხატავენ“. ჩვენი წყაროების ცნობით, ამ ე.წ. ლიბერალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაა ცალკეული ამერიკული ფონდების მხრიდან დაფინანსებული მედია–საშუალებები. მაგალითისთვის, გაზეთი „ბათუმელები“ და “ნეტგაზეთი“, ასევე, დონორების მიერ დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც აჭარის რეგიონში თითქოსდა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის თემატიკით არიან დაკავებულნი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციებს აჭარის რეგიონში სოლიდური დაფინანსების წყარო აქვთ და ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ „ობიექტივის“ გადაცემების საწინააღმდეგო კამპანია ფონდების სამეთვალყურეო საბჭოებში მოკალათებული ე.წ. ექსპერტების მიერ იმართება. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ცოტა ხნის წინ „მოდერატორმა“ ზვიად ქორიძემ მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს ბათუმის 25–ე არხის თვითრეგულაციის ორგანოში ( ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევის მოტივით) უჩივლა. სხდომა, რომელსაც სამი მხარე ( „ობიექტივი“, ბათუმის 25–ე არხი და მოქალაქე ზვიად ქორიძე) უნდა დაესწროს, 2012 წლის 1 აპრილსაა დანიშნული. მანამდე მოქალაქე ზვიად ქორიძემ ( ამ სტატუსით აქვს ქორიძეს საჩივარი შეტანილი) უარი განაცხადა ბათუმის 25–ე არხის შემოთავაზებაზე ,– მიეღო მონაწილეობა დებატებში ირმა ინაშვილთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, 25–ე არხი ამ წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს ზვიად ქორიძესა და ირმა ინაშვილს. 1 აპრილს განვითარებული პროცესების შესახებ დეტალურად გაცნობებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის 25–ე არხის დირექტორი მერაბ მერკვილაძე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოტივით, თანამდებობიდან გადადგა. მერკვილაძემ სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“, ერთ–ერთ კომენტარში აღნიშნა, რომ მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები „ობიექტივის“ გადაცემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ მერკვილაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან ექმნებოდა ეს პრობლემები, ცნობილია, რომ „ობიექტივის“ საწინააღმდეგო პოლიტიკას ე.წ. ბათუმელი ლიბერალები ახორციელებდნენ და დღესაც ახორცელებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა,– რატომ? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: აჭარის რეგიონში მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ობიექტივმა“, რომლის ფორმატიც ითვალისწინებს ყველა სატელეფონო და სკაიპ–ზარის ეთერში შეყვანას, აჭარის რეგიონის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობა შესამჩნევად გაზარდა. ეს „პატარა დეტალი“ ყურადღების ცენრტიდან არ გამოჰპარვიათ იმ ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აჭარაში სიტუაციის გასაკონტროლებლად დონორებისაგან კოლოსალური მოცულობის საგრანტო დაფინანსებას იღებენ. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სინამდვილეში ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის მომხრეა და ეწინააღმდეგება ყველა იმ მშვიდობიან, სამოქალაქო აქტივობას, რაც აზიზის სახელობის მეჩეთის თემაზე იგეგმება, ან მომავალში დაიგეგმება. „ობიექტივმა“ აქაც „არასასურველი როლი“ შეასრულა ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. „ობიექტივის“ გადაცემებში სისტემატურად მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებლური, ისე მუსულმანური მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აზიზის სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან. „ობიექტივის“ გადაცემებმა აჩვენა, რომ აჭარაში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების არც ერთი ნიშანი. არც ნიშანი და არც სულისკვეთება, ანუ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და სწორედ ამ მიზნით აფინანსებენ ცალკეულ „ენ–ჯე–ო“–ებს მსხვილი დონორები. მოკლედ, პრინციპი მარტივია: „ როცა არაა გაზაფხული, შენ უნდა შექმნა“, „როცა არ არსებობს პრობლემა, შენ უნდა შექმნა“. ერთი სიტყვით, უახლოეს ხანში „ობიექტივის“ ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. გამორიცხული არაა, ეს პროცესი იმ ე.წ. ექსპერტების მხილების ღერძად იქცეს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველა ცნობილი ფონდის სამეთვალყურეო საბჭოებში სხედან და ქვეყანას ზიანს აყენებენ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts