planetanews Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 ავტორი ნანა ფაჟავა17:06 08.02.2012„მე გახლავართ სერგო ჩაჩიბაია, ყოფილი პოლიციისა და უშიშროების პოლკოვნიკი. ვარ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი. მაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებენ ჩემს დაკავებას. მინდა მოგახსენოთ, რომ სახლში გამაჩნია ოთხი ერთეული დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. „ჩზ-ს (cz)“ სისტემის პისტოლეტი, „ხოლერის“ სისტემის რევოლვერი, კარაბინი და „სკს“ სისტემის კარაბინი. ამ სისტემის არც საბრზოლო და არც სანადირო ვაზნები ოჯახში არ გამაჩნია. ასევე არ გამაჩნია რაიმე სახის ფეთქებადი ნივთიერება. არ ვარ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, გადამზიდველი ან შემნახველი.“-ეს სერგო ჩაჩიბაიას იმ ვიდეომიმართვის შინაარსია, რომელიც 25 მარტამდე, მის დაკავებამდე 7 თვით ადრე მისსავე ბინაში ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ სამოყვარულო ვიდეოკამერით ჩაწერა. http://4.bp.blogspot.com/-WvShb6VItJs/T3CvrMbBqUI/AAAAAAAAGdM/Gv_0jR8ck30/s200/sergo%2Bchachibaia.jpgილია ჩაჩიბაია: „სერგო ჩაჩიბაიამ მთხოვა მასთან სახლში მივსულიყავი. აღელვებული იყო, ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებში“ გავწევრიანდი და ჩემზე ზეწოლები დაიწყესო. როგორც გაირკვა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები მას აფრთხილებდნენ, თუ ოპოზიციურ საქმიანობას არ შეეშვები დაგიჭერთო, ისიც უთქვამთ იარაღს ან ნარკოტიკს ჩაგიგდებთ ან მიზეზის მოფიქრება არ გაგვიჭირდებაო. სერგო შიშობდა, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ რეალური იყო. მთხოვა, მე ახლო ხანებში აუცილებლად დამაკავებენ და ეს ჩანაწერი შენ სათანადოდ უნდა შეინახო და მაშინ გამოაჩინო, როდესაც საჭირო იქნებაო. აღარავის აღარ ვენდობი და შენი იმედი მაქვსო. დავიღალე ამდენი ზეწოლით, შენც ფრთხილად იყავი, არ არის გამორიცხული შენც შეგამთხვიონ რამეო. მე მრავალი წელი ვიმუშავე ძალოვან უწყებაში და ამათ ტაქტიკას კარგად ვიცნობო. რასაც მე ვებრძოდი სწორედ იმას აკეთებენ სააკაშვილის პოლიციაშიო. ეს მიმართვა სერგოს სახლში ჩავწერეთ, საღამო იყო. ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. იმ დღეს რამდენჯერმე დამირეკა, ჩემთან გამოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. გვიანობამდე ვერ მოვახერხე მასთან მისვლა. მისი ოჯახის წევრებიც არ იყვნენ სახლში. პოლიტიკაზე საუბრობდა და გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რაც საქართველოში ხდება.“ ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს სერგო ჩაჩიბაიას მეუღლე მაია ქანთარიაც. ის ამბობს, რომ მეუღლე ხშირად არ ამხელდა ისეთი მუქარის ფაქტებს, რომელიც მოხუცი მამის, მეუღლისა და ვაჟიშვილის შეშფოთებას გამოიწვევდა. „ყოველდღიურად ვგრძნობდით ტერორს და ეს დიდი ხანია გრძელდება. სერგო ცდილობდა ზედმეტად არ გვენერვიულა და თავი უსაფრთხოდ გვეგრძნო, მაგრამ არ გამოსდიოდა. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით დიდ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა ისევ დაპატიმრებით დასრულებულიყო და ჩვენ ამისათვის ფაქტობრივად ვემზადებოდით. ბოლო პერიოდში პოლიციის თვალთვალი ჩვენს მიმართ გახშირდა. სერგოს დაკავების დღეს კი ჩვენს სახლთან პოლიცია განსაკუთრებით პატრულირებდა. რამდენდენჯერმე სახლთან გაჩერებული საპატრულო ეკიპაჟიც შევნიშნე. ვგრძნობდი, რომ სერგოს მიმართ სერიოზული პროვოკაცია მზადდებოდა და ასეც მოხდა.“-აცხადებს მაია ქანთარია. სერგო ჩაჩიბაია ამ დროისათვის კვლავ ზუგდიდის პოლიციის წინასწარი პატიმრობის საკანში რჩება. მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე რაიონულ სასამართლოში ხვალ იმსჯელებენ. იმ შემთხვევაში, თუ სერგო ჩაჩიბაიას მიმართ წაყენებული ბრალდება, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა დამტკიცდა, მას 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts