Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- სამეგრელოში პოლიტიკური დაპატიმრებები განახლდა [video]


Recommended Posts

ავტორი ნანა ფაჟავა

13:24 28.03.2012

„დაიცავი საქართველოსა“ და „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, კახა მიქაია ქართულმა მართლმსაჯულებამ დღეს ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლა და 10 დღით საპატიმროში გამოკეტა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან მიქაია ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე დარჩება.

 

http://4.bp.blogspot.com/-HH_zoc3glhk/T3LYqk4RGDI/AAAAAAAAGfI/kt7t48uNPnw/s200/2671.jpgკახა მიქაიას „ხულიგნობის“, მითუმეტეს „წვრილმანად“ კვალიფიცირებული დანაშაულის დღეს არავის სჯერა, მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც მის ქმედებას როგორც საამართლო დარბაზში, ისე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვალს ადევნებდნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას მიმართ სასამართლოს მიერ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და ნათესავებმა პროტესტის გამოხატვა დარბაზშივე დაიწყეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, თეა წულუკინმა და ირაკლი ჩიქოვანმა მოსამართლე ირაკლი აბშილავა ტენდენციურობასა და უსამართლობაში დაადანაშაულეს. სხდომათა დარბაზი დამსწრეებმა პროტესტის ნიშნად ტაშით დატოვეს.

 

სასამართლოს შენობიდან გამოსული ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 150-მდე აქციის მონაწილეს პირველმა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ჩიქოვანმა ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით აუწყა. „სერგო ჩაჩიბაიას დაკავება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ ერთი დამსახურებული და კარგი ზუგდიდელი დაიჭირეს, არამედ იმას, რომ ეს არის თითოეული თქვენთაგანის შეშინება... მაგრამ ვერავინ შეგვაშინებს, ამას გპირდებით. სერგო გამოვა და თავისუფლებას იპოვის, ის ადამიანები კი, ვინც ამ უსამართლობას სჩადის, იპოვიან იმ ადგილს სადაც დღეს სერგოა. ეს იმიტომ, რომ ასეთი ვაკხანალია არ შეიძლება ვინმეს ეპატიოს. ეს არ არის არც დემოკრატია, არც ქვეყანა და არც პროგრესი, ეს არის საჯალათე, რომელსაც მეთაურობს ერთი კაცი, თავიდან ბოლომდე, სრულ მონობაში ჰყავს ყველა...“ - აცხადებდა ჩიქოვანი.

 

ირაკლი ჩიქოვანის მიმართვას თეა წულუკიანის შეფასებები მოჰყვა, რომელმაც მოსამართლე აბშილავა საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას უკანონო მითითების შესრულებასა და უცოდინრობაში დაადანაშაულა. სწორედ ამ დროს, კახა მიქაიას, რომელიც თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლის გამოყენებაში ეხმარებოდა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ლევან ქირია 20-მდე პოლიციელთან ერთად მიუახლოვდა და ოპერატიული მანქანისკენ ხელკავით გაიყვანა.

 

„რა უნდა გითხრათ ადამიანებს, გვამონებენ ხალხნო! რა სამართალი, რის სასამართლო. ეს არის დამონების ინსტიტუტი დღეს, რაც ჩვენ დღეს დავინახეთ, სხვა არაფერია. ადამიანი დაიჭირეს იმიტომ, რომ სამაგალითოდ შეგაშინონ თითოეული თქვენთაგანი. კახა მიქაია მოვიდა იმიტომ რომ გულშემატკივრობს ზუგდიდელს, მართალ კაცს. დავუთმოთ მაშინ ეს ქვეყანა ამათ... ხელისუფლება არის პანიკაში და ეს მექანიზმი ირღვევა, ამას უკავშირდება, სხვას არაფერს. ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. არ უნდა დავატოვებინოთ ის ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა... არ უნდა გვეშინოდეს... “-ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა კახა მიქაიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

 

საპროტესტო აქციამ რამდენიმე წუთში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლა, თუმცა კახა მიქაიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია იქ შეკრებილ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს ერთი საათის განმავლობაში არ ჰქონდათ. წინასწარი დაკავების საკანში მიქაიას მოთავსების შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც იგი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა პირადად მოინახულა. დაკავებიდან 10 წუთში პოლიციის შენობასტან იმყოფებოდა კახა მიქაიას ადვოკატი გიორგი სამუშიაც, თუმცა დაცვის განხორციელების უფლება პოლიციელების მხრიდან მას არ მიეცა.

 

დღის 4 საათისათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლაურა მიქავა კახა მიქაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის განხილვას შეუდგა. მიქავამ დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის იმ მოწმეების დაკითხვაც, რომელიც კახა მიქაიას უდანაშაულობას დაამტკიცებდა. უფრო მეტიც, სამართალდარღვის ოქმის შემდგენელად სასამართლო სხდომაზე პოლიციის ინსპექტორი გოგიტა ქობალია გამოცხადდა, რომელიც მიქაიას დაკავებაში არ მონაწილეობდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ იგი სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავა, როცა უმისამართოდ იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ქობალიას განმარტებით, პოლიციის მოწოდებას, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მიქაია არ დაემორჩილა და დაკავებაც ამის შემდეგ მოხდა. ამ სიცრუესთან ერთად ქობალიამ მოსამართლე იმაშიც „დაარწმუნა“, რომ მიქაიას უფლებების დასაცავად პოლიციაში ადვოკატი არ გამოცხადებულა. ვიდეოკადრებში კი პოლიციის შესასვლელთან ადვოკატ გიორგი სამუშიას ლოდინის რეჟიმი ისევე გარკვევით ჩანს, როგორც მიქაიას „ხულიგნობა“ დაპატიმრებისას.

 

სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენელმა დღეს სასამართლოში შუამდგომლობაც დააყენა და მიქაიას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, 90-დღიანი პატიმრობა მოითხოვა. თუმცა მოსამართლე საბოლოოდ 10-დღიან საპატიმრო ვადას „დასჯერდა.“

 

„ლაურა მიქავამ დღეს დამარწმუნა იმაში, რომ მან ზეპირად იცის კოდექსების სახელწოდებები, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს როგორ გამოიყენოს იგი. მან არ იცის რა არის დაცვის კონსტიტუციური უფლება. მან ტყუილზე დაუჯერა გოგიტა ქობალიას, რომელიც არის პოლიციელი... კახას დაკავებაში მონაწილეობას იღებდა მისი აღმატებულება ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქირია, რომელიც შემდეგ შევიდა კახასთან საკანში და უთხრა ორი რამ, „ქვეყნის გადატრიალება გინდა ბიჭო?“ და „არ გრცხვენია, რომ რუსეთის გეგმას უდგახარ მხარში“. მინდა ვუთხრა ახალაიას, სააკაშვილს, რომ მე არ ვარ რუსეთის პროექტი, ჩვენ არ ვართ რუსეთის პროექტი, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის პროექტი, რომელსაც სურს სამართლიანობა, რომელსაც არ სურს ლაურა მიქავები მოსამართლედ.

 

კახას მიმართ განხორციელდა შერჩევითი მართლმსაჯულება. მე არ ვთვლი, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა... თუ ის იმისთვის იყო დასასჯელი რისთვისაც დაისაჯა, მაშინ დასასჯელები ვიყავით ყველანი და მათ შორის მეც. როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება საშინლად შეშფოთდა, კიდევ უფრო მოიცვა ის პანიკამ, როდესაც დაინახა, რომ ჩემს მერე სიტყვით კახა მიქაია უნდა გამოსულიყო...“-განაცხადა წულუკიანმა.

 

თანაგუნდელის დაკავებას „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი დავით სორდია მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავებისა და ხელისუფლების შეშფოთების უმთავარესი მიზეზი კახა მიქაიას მიერ სამეგრელოში შექმნილი უკანონო ბანდფორმირებების შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომელიც შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც დაადასტურა. დავით სორდია სამეგრელოში არსებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, სერგო ჩაჩიბაიასა და კახა მიქაიას დაპატიმრებების შემდეგ სხვა ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერებისა და წევრების დაკავებას არ გამორიცხავს.

 

 

 

presage.tv

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-8991324944411234912?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...