Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლუკაშევიჩი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უსაფრთხოება არ აქვთ გარანტირებული


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_2951.jpg„საქართველოს მთავრობა ატარებს რუსეთის მოქალაქეების სისტემატიურ რეპრესიებს”,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ეს განცხადება, ლუკაშევიჩმა რუსეთის მოქალაქის, კონსტანტინე როდიონოვის  საქართველოში დაკავების ფაქტს დაუკავშირა, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარღვია.

კერძოდ, მას ბრალად  აფხაზეთში უკანონო გადასვლის მცდელობისთვის ედება და ლუკაშევიჩის თქმითვე, 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ლუკაშევიჩის თქმით, რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში  სიტუაციის გარკვევაზე და რუსეთის მოქალაქესთან საკონსულო მომსახურების მიწოდებაზე  მუშაობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკომენტარებს მომხდარს, არც დაკავების ფაქტს ადასტურებს,  თუმცა რამდენიმე თვის წინ სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა ისაუბრა იმ უცხოელების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, რომლებიც უკანონოდ გადმოკვეთენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...