planetanews Posted March 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/forbes-georgia.pngForbes Georgia მთავარი რედაქტორის გადადგომაზე განცხადებას ავრცელებს. “ექსპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.“ამა წლის 26 მარტს სააქციო საზოგადოება Media Partners-მა მიიღო გადაწყვეტილება რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების მიზეზი გახდა რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების კოპირება რუსული „ვედომოსტის” 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან „არ მეგონა თუ გავხდებოდი მილიარდერი” (Ведомости: „Не думал что стану миллиардером”).ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას.ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება.რევაზ საყევარიშვილი გათავისუფლებული იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის, რომელთა დაცვაც მისი, როგორც ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის სამსახურებრივი მოვალეობა იყო.რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.რევაზ საყევარიშვილის მიერ ჟურნალ Forbes Georgia-ს ექსკლუზიური მასალის (ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან) ინტერნეტში გავრცელება სს Media Partners-თან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევის გარკვეულ ნიშნებს ატარებს. ჩვენი იურისტები სწავლობენ გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს.”– აღნიშნულია განცხადებაში.ქართული “Forbes”ის ყოფილი მთავარი რედაქტორი რევაზ საყევარიშვილი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სარედაქციო დამოუკიდებობაში ჩარევის არაერთ მცდელობას ასახელებს.როგორც საყევარიშვილმა განმარტა, მას არაერთხელ შეექმნა კონფლიქტური სიტუაცია საქართველოში “Forbes”-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანიის “Media Partners”-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიზარიანთან და აქვე დასძინა, რომ “ამერიკული “Forbes”-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა მილიარდერთა ტრადიციული რეიტინგი, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიაც განთავსდა ანონსით ყდაზე”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts