Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „სმარტი“ „პასტა ზარას“ 16 სახეობის მაკარონის რეალიზაციას იწყებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/bronze-drawn-pasta-300x80.jpgსუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე, მსოფლიოს წამყვანი იტალიური ბრენდის – „პასტა ზარას“ პროდუქტების რეალიზაციას იწყებს.

„ბუკატინი“, „სპაგეტი“, „მეზანი“, „პენე რიგატე“ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია „პასტა ზარას“ იმ პროდუქტებისა, რომელიც „სმარტში“ მისაღებ ფასად იყიდება.  „პასტა ზარას“ 16 სხვადასხვა სახეობის მაკარონის  შეძენა 1.95 ლარიდან 2.95 ლარამდეა შესაძლებელი და სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის მაკარონები ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს მოხიბლავს.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტის“ მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. იტალიური ბრენდის „პასტა-ზარას“ პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ფართო არჩევანით. შესაბამისად,   ვფიქრობთ, რომ „პასტა-ზარა“ მომხმარებლისთვის ერთ-ერთი  საყვარელი ბრენდი გახდება“,  – აცხადებენ „სმარტში“ .

„პასტა-ზარას“ მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს და დღესდღეობით უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს, რათა  პროდუქტების აბსოლიტურად ნატურალურ ინგრედიენტებს სრულად შეუნარჩუნდეს სასარგებლო თვისებები. ამას გარდა, „პასტა-ზარა“ ცნობილია სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი პროდუქციით, რომელიც მიმზიდველია არა მხოლოდ ბავშვებისათვის სახალისო ფორმებით (ავტომანქანები, ცხოველები), არამედ სასარგებლო თვისებებით.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ დაახლოებით 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...