Jump to content
Planeta.Ge

გორის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა


Recommended Posts

ვითომ ეგრეა მართლა??? მაგას რა ჯობია,..

რა ვიცი ეგრე რანაირად იქნება. აი ნამდვილი ამბავი: ჩემი მეგობრის ბავშვი დაიჭირეს 6 წლით გასროკეს, და რაზე. თავისი კლასელს უთხრა, მაჩუქე ეხლა ეგ მობილური, თორე დაგბრიდავო (ხო იცი, 16–17 წლის ლაწირაკები რა). ნუ იქ სხვებიც იყვნენ. იმას შეეშინდა და მისცა. ამან კითხა, მჩუქნიო ხო? ხოდა ნუ, კიო იმან. და მერე უჩივლეს იმისიანებმა. სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება, აჩუქე ტელეფონიო? იმან – კიო (ნუ, მოწმეები ხო იყვნენ რომ აჩუქა :) ). რატომ აჩუქეო? და იმან, შემეშინდაო. და ჩასვეს ეს 6 წლით, მალალეტკა ბიჭი, ეხლაც ზის :) ხოდა ეხლა გამოდის, რომ ჯობდა, იმას შეშინებოდა და მომკვდარიყო, ვიდრე 100 ლარიანი ტელეფონი მიეცა. ვაფშე სუფთაზე გამოვიდოდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ვთქვათ და მართლაც ანერვიულეს შეაშინეს ამასაც დაარტყა ინფარქტმა და მოკვდა მიეცი აბა იურიდიული კვალიფიკაცია ამ მოქმედებას რა მოხდა რომელი დანაშაული მოხდა?

მოწმის (თუ ეჭვმიტანილის, რაც არის რა) დაშინება, მასზე განხორციელებული მუქარა. რა, არაა ეგ დანაშაული? აი რომც არ მომკვდარიყო, დაშინება და მუქარა, მითუმეტეს მილიციელის მხრიდან, არაა დანაშაული? შენ რა გამოგდის იცი? აი თუ არ მოკვდა, მაშინ დანაშაულია, მარა აი თუ შეეშინდა და მოკვდა შიშისგან, მაშინ აღარ ყოფილა დანაშაული :) მე ხომ არ გეუბნები, რომ მკლველობის მუხლით უნდა დაისაჯოს ამ დროს ის მილიციელი? მე გეუბნები, რომ ადგილი აქვს ამ დროს დაშინებას, ზეწოლას, მითუმეტეს მძიმე შედეგით. არაა ხო დანაშაულის ნიშნები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

აი ასე უაპელაციოდ რატომ ამტკიცებ ამას?

იმიტომ რომ გულის კუნთის გახეთქვას ბუნებრივი წესით ქვია ინფარქტი, ინფარქტს კი უბედური შემთხვევა.

 

მე ხომ არ ვამტკიცებ, რომ მოკლეს. მე ვამბობ, რომ მაქვს საფუძველი, მქონდეს ეჭვი, მითუმეტეს ქიმერიძის ამბის მერე, და კიდევ იმის გამო, რომ ვთვლი (და ასეც არის), დღევანდელი ძაღლობა უფრო უარესია, ვიდრე ედიკას დროინდელი.

 

შენ სრული უფლება გაქვს ეჭვი შეიტანო ნებისმიერი პირის მოქმედების კანონიერება არაკანონიერებაში.

 

 

აი შენ კი ამტკიცებ რომ ნამდვილად არავის ბრალი არაა.

 

არ ვამტკიცებ ვარაუდს გამოვთქვამ, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

 

საიდან იცი? შენ იკვლევ ამ საქმეს?

მე არ ვიკვლევ, მე რომ ვიძიებდე ამ საქმეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავაშუქებდი გამოძიების მსვლელობას რომ იმ ბნელ ოთახში სადაც კატა არ არის კატის დასაჭერად არ ეწვალათ საზოგადოების ეჭვიან ნაჭილს, საიდან ვიცი და ჩემს ხელთ არსებული მიზერული ინფორმაციიდან და მოვლენების ობიექტურად შეფასების იშვიათი უნარიდან.

 

თუ უბრალოდ თეორიულად გამორიცხავ ასეთ რამეს, რომ შეაშინეს, რაღაცით დაემუქრნენ და შიშისგან გული გაუსკდა.

 

არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ მუქარა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არ არის განხორციელებული იარაღის გამოყენებით ასე ვიღაც პოლიციელის დაღრიალებაზე ვიღაცის გულის გახეთქვისას არ დგება თქო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

მოიცა, მე რომ ვინმეს შესაშინებლად იარაღი დავადო შუბლზე, დავემუქრო რომ დავბრიდავ, კიდე რაღაცეებით დავემუქრო, და იმას შიშისაგან გული გაუსკდეს, და სამედიციონო ექსპერტიზამ დაადგინოს რომ სიკვდილი დადგა შიშისგან გულის გახეთქვით სწორედ მაგ დროს, ჩემი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება?

 

დადგება, ოღონდ არა მკვლელობის არამედ რეალური მუქარის ნაწილში.

 

 

ეგ კაი რაღაც მასწავლე

არ ცადო გინდაც არ მოკვდეს ეს დანაშაულია და თუ გიჩივლეს პასუხს გაგებინებენ.

 

 

ჯერ ერთი, შეიძლება დადგეს კიდეც, რა უნდოდა იქ ბავშვებს, სადაც მგლები არიან.

 

არ დადგება, რატომ არ დადგება ეს რომ აღიქვა იურისტი უნდა იყო, მგლის მიერ დაგლეჯილი ბავშვის გამო მასწავლებელს არავინ დააკისრებს პასუხისმგებლობას.

 

მასწავლებელს, და მან უნდა დაასაბუთოს, რომ ის მართალია, არ ქონია ადგილი ბავშვის უპატრონოდ მიტოვებას, იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო მგელი, მგელი რომ გამოვარდა, ის შეეცადა რამე ეღონა, და ა.შ. , ანუ, პასუხი მოეთხოვება მას, და არა ვინმე პავლეს, იმიტომ, რომ მან წაიყვანა ბავშვები ექსკურსიაზე და ის არის პასუხისმგებელი მშობლებთან.

 

არ ხდება ასე მასწავლებელი არ არის ვალდებული თავის უდანაშაულობა ამტკიცოს ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაუმტკიცონ მას დანაშაული, ამ შემთხვევაში კი დანაშაული მასწავლებლის მხრიდან არ არსებობს, არც მგლის მხრიდან, ასე რომ არ დადგება არავის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს "მასწავლებელი პასუხისმგებელია" შინაურ ხალხურ ამბავში ხოო, მაგრამ იურიდიულად არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

 

ხოდა, ეგ ამბობს, რომ რომც დაადგინონო, შეშინებით თუ გაუსკდა გულიო, მაინც არაა მაგაზე არაფერიო, და მაგას რა ჯობია კაცო

 

კი ასეა რომც დაადგინონ რომ შეაშინეს და გული გაუსკდა არანაირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება თუ მუქარაში იარაღი არ ფიგურირებს და თუ ფიგურირებს დადგება ოღონდ არა სიცოცხლის მოსპობის არამედ მუქარის როგორც დანაშაულებრივი ქმედების ნაწილში, მე გეუბნებით იურიდიულად როგორც ხდება და როგორც არის, ქართულ ხალხურად თუ გინდათ შინაურულ სამართლიანად მაშინ მოვხსნი გუდას პირს და დავუწყებ "მტარვალ პოლიციელებს" გინებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

რა ვიცი ეგრე რანაირად იქნება. აი ნამდვილი ამბავი: ჩემი მეგობრის ბავშვი დაიჭირეს 6 წლით გასროკეს, და რაზე. თავისი კლასელს უთხრა, მაჩუქე ეხლა ეგ მობილური, თორე დაგბრიდავო (ხო იცი, 16–17 წლის ლაწირაკები რა). ნუ იქ სხვებიც იყვნენ. იმას შეეშინდა და მისცა. ამან კითხა, მჩუქნიო ხო? ხოდა ნუ, კიო იმან. და მერე უჩივლეს იმისიანებმა. სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება, აჩუქე ტელეფონიო? იმან – კიო (ნუ, მოწმეები ხო იყვნენ რომ აჩუქა ). რატომ აჩუქეო? და იმან, შემეშინდაო. და ჩასვეს ეს 6 წლით, მალალეტკა ბიჭი, ეხლაც ზის ხოდა ეხლა გამოდის, რომ ჯობდა, იმას შეშინებოდა და მომკვდარიყო, ვიდრე 100 ლარიანი ტელეფონი მიეცა. ვაფშე სუფთაზე გამოვიდოდა

 

მაგ ყველაფერს რაც ეხლა შენ დაწერე სახელად ქვია "გამოძალვა"

გამოძალვა კი დანაშაულია, ამიტომაც იხდის სასჯელს შენი მეგობრის ბავშვი.

მანდ სიცოცხლის მოსპობის მუქარით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებასთან გვაქვს საქმე, ცოტა რღული საქმე კია ისე, გამოძიებას უნდა დაედგინა რამდენად შეესაბამებოდა ეს მუქარა მის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას, მერე უნდა განესაზღვრა გამომძალველის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი და დამდგარი შედეგისადმი და ა.შ მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დადგება ოღონდ არა სიცოცხლის მოსპობის არამედ მუქარის როგორც დანაშაულებრივი ქმედების ნაწილში

ხოდა მერე წაიკითხე მე რა დავწერე, რომ მკვლელობის მუხლით კი არ დადგება პასუხისმგებლობა, არამედ დაშინების ან მუქარის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა რღული საქმე კია ისე, გამოძიებას უნდა დაედგინა რამდენად შეესაბამებოდა ეს მუქარა მის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას, მერე უნდა განესაზღვრა გამომძალველის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი და დამდგარი შედეგისადმი და ა.შ მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

არაფერი არ გამოიძიეს კაცო, ის ბავშვი ("დაზარალებული") იყო ნაციონალის შვილი (აბა მეტი ვინ იბოზებდა), და ამით მოაყომარეს. არაუშავს, გამოვა მალე და იმედი მაქვს გამოფატრავს მუცელს, შანსი არაა რომ აპატიოს, თუ არა და ყველა ვეტყვით რომ ჩმორიკია, და შანსი არაა ჩმორიკის სახელით იაროს, 6 წელი ვერც ვერაფერი უქნეს ციხეში, ვერც გადაიბირეს, ვერც დააჩმორეს, თითქმის სულ კრიტში გაატარა.

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხოდა მერე წაიკითხე მე რა დავწერე, რომ მკვლელობის მუხლით კი არ დადგება პასუხისმგებლობა, არამედ დაშინების ან მუქარის

 

ხო და ხომ უნდა დაადგინოს არა ჯერ გამოძიებამ, რომ იმ კაცს რომელსაც გული გაუსკდა პოლიციის განყოფილებაში იარაღის თავზე დადებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და ამის გამო გაუსკდა გული? ასე წინასწარ ჰაერზე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს რომ გაირკვეს ამ კაცის სიკვდილის მიზეზი შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით მაშინ პოლიციელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მუქარის ნაწილში და არა მკვლელობის ნაწილში, ხოლო თუ გაირკვა რომ ვიღაცამ სიტყვიერად შეაშინა, შეაგინა და ამის გამო აღელდა და გული გაუსკდა მაშინ პოლიციელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ისე ყველა ვარიანტში გატისკულია ის პოლიციელი სამსახურიდან უეჭველი გაგდებულია სულ 100% ალალ მართალი რომ იყოს.

 

 

არაფერი არ გამოიძიეს კაცო, ის ბავშვი ("დაზარალებული") იყო ნაციონალის შვილი (აბა მეტი ვინ იბოზებდა), და ამით მოაყომარეს. არაუშავს, გამოვა მალე და იმედი მაქვს გამოფატრავს მუცელს, შანსი არაა რომ აპატიოს, თუ არა და ყველა ვეტყვით რომ ჩმორიკია, და შანსი არაა ჩმორიკის სახელით იაროს, 6 წელი ვერც ვერაფერი უქნეს ციხეში, ვერც გადაიბირეს, ვერც დააჩმორეს, თითქმის სულ კრიტში გაატარა.

 

სადავო და რთული საქმეა, ხომ გეუბნები გასარკვევია ბევრი ნიუანსი თუ ასე ზერელედ მიაჩუჩეჩეს საქმე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები იმისათვის არსებობს რომ ობიექტური სინამდვილე გაარკვიოს, ეს ადვოკატს უნდა ექნა და გაესაჩივრებინა, ბოლო ბოლო სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომდე შეიძლება სამართალწარმოების აწევა, რაც შეეხება იმას რომ გამოვა და ვიღაცას მუცელს გამოფატრავს ეს უკვე მითოლოგიის სფეროა და ამ მხრივ ბავშის წაქეზება არასწორი საქციელი, რა უნდა დაღუპოთ საბოლოვოდ? თუ ათჯერ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და ზედმეტი წლები აქვს გასაფლანგი ციხეში? ჩმორიკი რა შუაშია უსამართლოდ თუ დაჩაგრეს ესე რქებით მიწოლა უარესია აქ ცოტა ცივი გონებით და ჭკვიანურად არის საჭირო მოქმედება სამაგიეროს გადახდის ათასი საშუალება არსებობს, მეც მყავდა მტრები და ინდიელთა ანდაზისა არ იყოს საკმარისად დიდხანს ვიჯექი მდინარის პირას სანამ მდინარემ მათი გვამები არ ჩამოატარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და ხომ უნდა დაადგინოს არა ჯერ გამოძიებამ, რომ იმ კაცს რომელსაც გული გაუსკდა პოლიციის განყოფილებაში იარაღის თავზე დადებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და ამის გამო გაუსკდა გული? ასე წინასწარ ჰაერზე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება,

ხოდა შენ კი უკვე ამტკიცებ, რომ იყო უბედური შემთხვევაო. ამაშია საქმე :)

 

რაც შეეხება იმას რომ გამოვა და ვიღაცას მუცელს გამოფატრავს ეს უკვე მითოლოგიის სფეროა და ამ მხრივ ბავშის წაქეზება არასწორი საქციელი, რა უნდა დაღუპოთ საბოლოვოდ?

დაღუპვა ის იქნება, თუ შეარჩენს და მთელი ცხოვრება ივლის დაჩმორებული. იმან ფაქტიურად გაწირა. ამიტომ თუ კაცად უნდა იცხოვროს, არ უნდა შეარჩინოს. რომ დაბერდება, შვილიშვილებთან არ უნდა შერცხვეს, რომ კითხავს შვილიშვილი, ბაბუ, რატომ აბაროტი არ აუღე მერე იმ ბიჭს, შეგეშინდაო? სულ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის მოკვდები. ცოცხალ ჩმორიკს მკვდარი პრესტუპნიკი ჯობია მილიარდჯერ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხოდა შენ კი უკვე ამტკიცებ, რომ იყო უბედური შემთხვევაო. ამაშია საქმე

არ ვამტკიცებ არაფერს ხომ დავწერე ზემოთ გამოვთქვამ ვარაუდს რომ უბედური შემთხვევა მოხდა და ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ჩემს ხელთ არსებული მიზერული ინფორმაციის ობიექტური ანალიზი, არც იმას გამოვრიცხავ რომ ვცდებოდე და საქმე გაცილებით რთულად იყოს.

 

 

 

დაღუპვა ის იქნება, თუ შეარჩენს და მთელი ცხოვრება ივლის დაჩმორებული. იმან ფაქტიურად გაწირა. ამიტომ თუ კაცად უნდა იცხოვროს, არ უნდა შეარჩინოს. რომ დაბერდება, შვილიშვილებთან არ უნდა შერცხვეს, რომ კითხავს შვილიშვილი, ბაბუ, რატომ აბაროტი არ აუღე მერე იმ ბიჭს, შეგეშინდაო? სულ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის მოკვდები. ცოცხალ ჩმორიკს მკვდარი პრესტუპნიკი ჯობია მილიარდჯერ

 

არსებობს ასეთი ქართული სიტყვა მიტევება ქვია, ეს ხდება იმ დროსა და ისეთ სიტუაციაში როდესაც ძალგიძს მტრის განადგურება მაგრამ უარს ამბობ ამაზე, ეს არ არის ცმორიკობა, ჩმორიკობა ის არის როდესაც ლაჩრობის გამო თავს იკავებ შურისძიებაზე, მაგ ახალგაზრდას კი ცხოვრება წინ აქვს და არ ღირს დარჩენილი წლების ციხეში გატარება.

პ.ს ციხეში თუ ხარ ნაჯდომი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მყავდა მტრები და ინდიელთა ანდაზისა არ იყოს საკმარისად დიდხანს ვიჯექი მდინარის პირას სანამ მდინარემ მათი გვამები არ ჩამოატარა.

ანუ, ცოცხალი მტრები აღარ გყავს :) რომელი იყო ეგა შესანიშნავ შვიდეულში? :)

კაი მოვრჩეთ ჯობია თორე მარტო დავრჩით ხო ხედავ ვინმეს მართლა ჩაკნორისი არ ვეგონო :)

 

პ.ს ციხეში თუ ხარ ნაჯდომი?

მე ნეულავიმი ვარ :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

ანუ, ცოცხალი მტრები აღარ გყავს

როგორ არა სამწუხაროდ მყავს კიდევ მტრები. მათი უმრავლესობა კი მდინარემ ცამოატარა, რავიცი საერთოდ მორწმუნე კაცი ვარ, მე ვფიქრობ რომ ჩემი უსამართლოდ დაჩაგვრისთვის უფალმა იძია შური ჩემს გამო.

 

რომელი იყო ეგა შესანიშნავ შვიდეულში?

არა ჩვეულებრივი ინდიელთა ანდაზაა, საკმაოდ ბრძნული, მოთმინებას და ცივი გონებით მოქმედებას ასწავლის ადამიანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ მორწმუნე კაცი ვარ, მე ვფიქრობ რომ ჩემი უსამართლოდ დაჩაგვრისთვის უფალმა იძია შური ჩემს გამო.

მაგაში მე და შენ ვერ შევთანხმდებით :) სხვის დასჯილს მე არ ვთვლი შურსიძიებად. ამიტომაც არ მიმაჩნია სწორად, ვთქვათ, ჩივილი. თუ ვინმემ რამე დამიშავა, თუ შევძლებ, სამაგიეროს გადავუხდი, თუ ვერა, დაველოდები მომენტს და მერე გადავუხდი. ბევჯერ მაქვს მოყოლილი მაგაზე კახელი ძმების ანეკდოტი, დედას რომ მოუდღნავს მეზობელი, და იმ მეზობელს 15 წელს მისცემს მოსამართლე, და ესენი უკმაყოფილოები არიან, ეხლა ჩვენ რა, 15 წელი ასე დედამოდღნულებმა ვიაროთო? :)

კაი, გამოვედი მგონი უკვე ამდენ კაკუნში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

თუ ვინმემ რამე დამიშავა, თუ შევძლებ, სამაგიეროს გადავუხდი, თუ ვერა, დაველოდები მომენტს და მერე გადავუხდი.

 

ჰო მაგრამ სანამ ეს მომენტი დადგება მანამდე რომ სხვამ გაანადგუროს რას იზავ? მე მაგალითად ჩემს შემთხვევას მოგიყვები წარმოშვებით გორის რაიონიდან ვარ ომის დროს ჩემი სახლ კარი გადაწვეს ისევ ჩემმა თანასოფლელმა მარადიორებმა და ჩემი საქონელი რაც მყავდა ყველაფერი წამართვეს აბა იმ მომენტში რა უნდა მექნა როდესაც ისევ ქართველი მეზობელი თავზე ავტომატით მედგა და რომც მოვეკალი რუსებს შეეტენებოდათ ჩემი მკვლელობა, მაგათ ეგონათ რომ ეს ომიც წინა ომივით 4 წელი გაგრძელდებოდა და აიშვეს თავისუფლად საყაჩაღოდ, მე ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი მანამდე გამოგზავნილი მყავდა ოჯახი აქ ჩემს დასთან მერე მეც წამოცედი ისინი კი ვინც ჩემი სახლ კარი გაზარცვა და ჩემი საქონელი დამიკლა რუსებმა დახოცეს ეხლა გეკითხები რა ვქნა? მე ისევ ეგენი მეცოდებიან სიკვდილისთვის არავინ არ მემეტება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ისევ ეგენი მეცოდებიან სიკვდილისთვის არავინ არ მემეტება.

რა ვიცი, მძიმე ისტორია მოყევი. ეგეთი მარადიორები უნდა დაწვა კოცონზე, მე რომ მკითხოს კაცმა, მარა მერე ისევ შენ გაგამტყუნებენ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ აი მე ასეთი მაგარი ვარ და იმას ვიზამ ამას ვიზამ. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ შემეძლოს, იმ შემთხვევაში რის გაკეთებას ჩავთვლიდი სწორად. მე არ შემეცოდებოდა შენს ადგილას, ოღონდ თუ შევძლებდი და მე მოვკლავდი. ან შევძლებდი, ან ვერა, მარა თუ შევძლებდი, არ შემეცოდებოდნენ. რაღაც მომენტში შეცოდება დაჟე დანაშაული მგონია, იმიტომ რომ შენ თუ შეგიძლია და არ კლავ, იცოდებ, ის მერე სხვას უკეთებს იგივეს. ეხლა რა უნდა ქნა, თუ რუსებმა დაბრიდეს, მკვდრებს ხომ არ ამოთხრი კაცო. მარა მაინც ხომ დაბრიდეს, რაღატომ გეცოდება, ეგ არ მესმის რა. ისე, უფრო კაი ხომ იქნებოდა, თუ რუსები კი არა, შენ დაბრიდავდი

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეგრე იმ მომენტში თავის დაცვის საშუალება რომ მქონოდა მეც დავიცავდი თავს მაგრამ 4 კაცი რომ გადატენილი ავტომატებით გადგას თავზე და იცი რომ უეჭველი დაგბრიდავენ რამე რომ გააფხაკუნო არა მგონია რამე ქნა და ვერც ვერაფერს იზავ, მერე კი როდესაც დავბრუნდი უკან იმათი საფლავები დამხვდა და ცოლ შვილი კიდე აწიოკებულ გაუპატიურებულიარადა ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული თითოეული მათგანის ოჯახისთვის ყაჩაღები იყვნენ მე აქ თბილისში მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე და შიდა ქართლის რაიონულ სასამართლოში ვმუშაობდი ადვოკატად, როდესაც დააკავებდნენ ხოლმე ხულიგნობაზე და ქურდობებზე უფასოდ ვიცავდი მაგათ უფლებებს და აი საბოლოვოდ ესე მომექცნენ, მე ვფიქრობ რომ უფალმა იძია შური ჩემი დაჩაგვრის გამო და მე აღარ დამიტოვა შურისძიების საშუალება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...